შემოდგომა-ზამთარი ვირუსების განსაკუთრებული გამწვავების პერიოდია და მშობლებიც ყოველთვის დაძაბულები არიან. არც გაზაფხულია ხოლმე გამონაკლისი, წელს კი ამ ფორიაქს კორონავირუსის საფრთხეც დაემატა.
ძირითადად ბავშვებს სხვადასხვა გრიპისა თუ სხვა ვირუსის დროს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სურდო, ხველება და ა.შ. ამ დროს ყველაზე აქტუალურია შეკითხვა, უნდა ავცრათ თუ არა გრიპზე, როგორ ტემპერატურაზე უნდა დავალევინოთ სიცხის დამწევი საშუალება, როდის მივმართოთ ექიმს, შინ სჯობს პედიატრის გამოძახება თუ კლინიკაში ჯობს წასვლა, როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება და ა.შ.
გთავაზობთ რამდენიმე აქტუალურ შეკითხვაზე პასუხს:
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ეპიდემიის დაწყებამდე, ანუ გრიპის კლინიკურ გამოვლინებამდე. მაგალითად ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში. სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული 38,5 გრადუსამდე, ვინაიდან ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია. თუ პაციენტი იტანს ცხელებას და არ აქვს დამძიმებული ანამნეზი, არ არის საჭირო სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. მთავარია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. სწორედ ამ სითხეებით ავიცილებთ თავიდან გამოშრობას, გულყრებს და ა.შ. როდესაც ვირუსული დაავადებების დროს სიცხის დამწევი საშუალებების მიცემის მიუხედავად, ტემპერატურა არ იკლებს, ამ დროს შეიძლება მიმართოთ სიცხის დამწევ მექანიკურ საშუალებებს - გრილი წყლით დაზელვას, თუმცა თუ სიცხის დროს ბავშვის ხელ-ფეხი ცივი აქვს, ფერმკრთალია, რასაც ადგილი აქვს ე.წ. თეთრი ცხელების დროს, ასეთი მეთოდების გამოყენება არ შეიძლება. იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი არ გავრცელდეს, საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად. აუცილებლად სველი წესით უნდა დამუშავდეს საკლასო ოთახები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. დაახლოებით 4-5-ჯერ უნდა განიავდეს ოთახები. განიავების დროს ბავშვები საკლასო ოთახებში არ უნდა იყვნენ. ხანდახან ექიმთან კლინიკაში მიყვანას, პედიატრის ან სასწრაფო დახმარების შინ გამოძახება ჯობს, რათა თავიდან აიცილოთ კლინიკაში, გზად - ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილებში შესაძლო რისკი მდგომარეობის გართულების ან ხელახლა დაინფიცირების. თუმცა ბავშვის პედიატრთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გქონდეთ კონტაქტი და მასთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, ბავშვის მდგომარეობა როგორია, ჯობს ექიმის შინ გამოძახება თუ კლინიკაში გადაყვანა. ამ თემებზე კიდევ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ REDMED-ის პედიატრ თეა ჯანაშიას ინტერვიუ. REDMED სამედიცინო სერვისების პირველი ქართული ციფრული პლატფორმაა. ინოვაციური სამედიცინო პროდუქტი REDMED საშუალებას გაძლევთ მარტივად, აპლიკაციის და ვებგვერდის დახმარებით მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს და აირჩიოთ შესაბამისი სერვისი: გამოიძახოთ სახლში, ან მიიღოთ მიიღოთ სპეციალისტის რჩევა აუდიო ან ვიდეო ზარის საშუალებით. REDMED-ის სერვისების საშუალებით თქვენ შეძლებთ მკურნალობის სრული პროცესის წარმართვას სახლის პირობებში. დიაგნოზის დასასმელად იძახებთ ექიმს სახლში და ამ გზით იცავთ ბავშვს ინფექციის გამომწვევებთან შეხვედრისგან, ხოლო მკურნალობისას განვითარებული ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, ახორციელებთ პედიატრთან აუდიო/ვიდეო ზარს და იღებთ პროფესიონალის რჩევას.
REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით https://redmed.ge/download, ასევე ვებგვერდით https://redmed.ge.