მოზარდებისთვის საშიში ახალი "ჩელენჯი" და საავადმყოფოში მოხვედრილი ბავშვები - მშობლები განგაშს ტეხენ
სოციალურ ქსელში ახალი პოპულარობას იკრეფს ახალი საშიში ჩელენჯი (შეგახსენებთ, ჩელენჯი ინტერნეტ ვიდეორგოლების ჟანრია, რომელშიც ბლოგერი ვიდეოკამერაზე ასრულებს დავალებას, შემდეგ ტვირთავს ქსელში და სთავაზობს ამ დავალების შესრულებას სხვებს). ახალ ჩელენჯს Skull Breaker Challenge ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით თავის გატეხვას ნიშნავს და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ტიკ-ტოკზე, რომელსაც მსოფლიოს მოზარდები უყურებენ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ერთი შეხედვით უაზრო და დაუნდობელი "ხუმრობაც" ძალიან მალე მოედო მსოფლიოს და პოპულარული გახდა.

ჩელენჯის შედეგად მსხვერპლი, რომელსაც ირჩევენ
ხოლმე, მოწყვეტით ვარდება ძირს... ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება და რა შეიძლება დაემართოს ამ დროს ადამიანს. რასაკვირველია, ბავშვები იღებენ თავის, კისრის, ხელის, ფეხის და სხვა ტრავმებს.

mshoblebi
უკვე რამდენიმე ათეული ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში და მშობლებმა განგაში ატეხეს. ამერიკელმა დედამ, რომლის შვილმაც გინება დაკარგა მას მერე, რაც ამ ჩელენჯის შედეგად ასფალტზე სახით დაეცა, სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო საშიში "გართობის" წინააღმდეგ. საავადმყოფოში მის შვილს თავის სერიოზული ტრავმა დაუდგინეს, გაუტყდა ორი კბილი და სერიოზული ჭრილობები აქვს პირის მიდამოებში.
mshoblebi

მშობლებთან ერთად ექიმებიც ტეხენ განგაშს და აფრთხილებენ ყველას, რომ შედეგები ფატალური შეიძლება იყოს - მსგავსი დაცემა არა მხოლოდ სილურჯეებსა და ჰემატომებს, ტრავმებს შეიძლება იწვევდეს, არამედ თავის ქალის მოტეხილობას, ხერხემლის ტრავმას,
სერიოზულ ტვინის შერყევას, ტვინში სისხლის ჩაქცევას, დამბლას და სიკვდილსაც კი.
mshoblebi

რასაკვირველია, მთელი მსოფლიოს მშობლებს ჩვენც ვუერთდებით და ვთხოვთ ყველა მშობელს, თუ გაუგიათ რამე მათ გარშემო მსგავსი თამაშის არსებობის შესახებ, აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია მოზარდებს მისი საფრთხეების შესახებ და წინ აღუდგნენ მოსალოდნელ ფატალურ შედეგებს.
mshoblebi


alt"აქ დედაჩემი ვერ დამინახავს... სხვაგან ვერ გავბედავდი" - ადგილი, სადაც ქართველი მოზარდები უფროსებს ემალებიან


15834
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
დარვინი
0
ბუნებრივი გადარჩევა მუშაობს :facepalm:
22:42 / 26-02-2020
Zoro
21
ნუ აპანიკებ ხალხს ღღმერთი გიშველის.მეორედ მოსვლა არა მესამედ მოსვლა.ხალხს მიეცით მშვიდად ცხოვრების საშუალება რა
18:15 / 25-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?