"საავადმყოფოებთან სისხლის ჩასაბარებლად უკვე განკურნებულ ადამიანთა რიგები დგას..." - ჩინელი ექიმების, საზოგადოებისა და მთავრობის შეთანხმებული მუშაობისა და გმირობის მაგალითები
"საავადმყოფოებთან სისხლის ჩასაბარებლად უკვე განკურნებულ ადამიანთა რიგები დგას..." - ჩინელი ექიმების, საზოგადოებისა და მთავრობის შეთანხმებული მუშაობისა და გმირობის მაგალითები
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საკმაოდ ვრცელი პოსტით ამცნობს საზოგადოებას ჩინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასა და საზოგადოების განწყობაზე, მთავრობისა და ხალხის შეთანხმებულ მუშაობაზე ამ დროს და სრულიად არა პანიკაზე:

"ზოგი რამ, ჩინეთში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეების და ბიზნესის დამოკიდებულების შესახებ.

  • ფოტოზე ნაჩვენებია ჩინელი ექიმები პირბადეების მრავალსაათიანი ტარების ნაკვალევით. ექიმებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევთ დაუღალავი შრომა, მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადების მომსახურება.
  • მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა კარანტინის და გამკაცრებული ზომების გამო, ჩინეთში არ ყოფილა ფასების ზრდა ან აჟიოტაჟი.
  • უნდა ნახოთ ერთ კვირაში
    ტექნოლიგიურად როგორ მაღალ დონეზე ააშენეს ჰოსპიტალი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ფანჯრები პროდუქტების და სხვა საჭირო ნივთების გადასაცემად, ულტრაიისფერი დეზინფექციით და ა.შ.
  • გაუქმებულია 75 ათასზე მეტი ავიარეისი, დაბრუნდა 13 მლნ ავია ბილეთი.
  • გასაოცარია მრავალმილიონიან ქალაქებში კარანტინის ორგანიზების მასშტაბები, როგორაა სექტორებად დაყოფილი ქალაქები, როგორაა ამ სექტორებში მოქალაქეთა გადაადგილება ორგანიზებული, როგორ დადიან სურსათისთვის, წამლებისთვის და ა.შ.
  • სექტორების გასასვლელებში მიმდინარეობს შემოწმებები და პირბადის გარეშე არ ატარებენ. პირბადეებით, ფაქტობრივად, ყველა დადის.
  • აფთიაქში ცხელების წამლების ყიდვის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია აფთიაქს საკონტაქტო მონაცემები მიაწოდოს.
  • ქუჩებში ძალიან ბევრი პლაკატია კონკრეტული ინსტრუქციებით.
  • ამანათები ბინებში აღარ მიაქვთ. სახლებთან მოწყობილია სპეციალური ადგილები, სადაც ტოვებენ ამანათებს.
  • სექტორის დატოვებისას, უნდა მიუთითოთ მიზეზი და მისამართი.
  • ტაქსებში
    მძღოლსა და მგზავრს შორის დამცავი ბადეებია.
  • ჩინეთის მთავრობამ პოტენციურად დაინფიცირებული 200 მლრდ იუანი გაანადგურა.
  • ჰოსპიტალების მშენებლობაზე მოსახლეობა ნებაყოფლობით უანგაროდ მუშაობდა, ბევრი საკუთარი მძიმე თუ საშუალო ტექნიკით.
  • დადგინდა, რომ ვირუსისგან განკურნებული ადამიანის პლაზმა ეფექტური ვირუსის განკურნისთვის. ჩინეთის საავადმყოფოებთან სისხლის ჩასაბარებლად უკვე განკურნებულ ადამიანთა რიგები იდგა. ისინი ამბობდნენ, მე გამკურნეს, ახლა მე უნდა დავეხმარო სხვას.
  • ბიზნესს შეღავათებს აძლევენ გადასახადებთან დაკავშირებით.
  • მობილური ოპერატორები აგზავნიან მესიჯებს: დარჩით სახლებში, ნუ გახვალთ ანგარიშის შესავსებად, თქვენი ანგარიში არ გაითიშება გაზაფხულამდე, გადაიხდით შემდეგ, როცა დავამარცხებთ ვირუსს.
mshoblebi
ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. დადებითი გამოცდილება შესასწავლია".

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
6523
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
dato
0
abaaaaaa raaaa krishebi zian parlamentshi
18:21 / 25-02-2020
ნინო
0
ისიც აღნიშნეთ რამხელა კულტურის მატარებელი ხალხია, როგორ ზრდიან შვილებს, როგორ ასწავლიან უფროსის პატივისცემას, როგორ ასწავლიან ადრეული ასაკიდან შრომას და დისციპლინას....
17:37 / 25-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი