"დედამთილი და მაზლისცოლი ისე მექცევიან, როგორც შინამოსამსახურეს" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"დედამთილი და მაზლისცოლი ისე მექცევიან, როგორც შინამოსამსახურეს" - ახალგაზრდა ქალის წერილი
ამბობენ, რომ ორი დიასახლისი ერთ სამზარეულოში ვერ გაჩერდება. ხშირად რძალ-დედამთილი მაშინაც კი პოულობს კამათის მიზეზს, როცა სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ.

ხოლო რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ სახლში სამი ქალი: კონკრეტულად კი ორი რძალი და  დედამთილი ცხოვრობს, ჩვენი მკითხველის გამოცდილებიდან შეიტყობთ, რომლის გამოქვეყნებაც მან ანონიმურად გვთხოვა.

"დედისერთა ვარ და ყოველთვის ვვოცნებობდი დიდ ოჯახზე. ძალიან მინდოდა, სუფრასთან ისე შევკრებილიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები დები, ძმები, ბებიები და ბაბუები, როგორც ეს უცხოურ ფილმებში ხდებოდა. გაგეცინებათ და რაც გავთხოვდი, ეს ოცნება გადაჭარბებით ამიხდა.

აქამდე მხოლოდ დედამთილის და მამამთილის პრეტენზიების ატანა მიწევდა, ახლა კი ჩემი მაზლი და მისი ცოლი ტექნიკურად ჩასახლდნენ, ბინა გაყიდეს და "დროებით", რაც არავინ იცის რამდენხანს გაგრძელდება, ჩვენთან, უფრო სწორად, როგორც თვითონ ამბობენ, "დედასთან და მამასთან გადმოვიდნენ" (ბავშვებთან ერთად).

შესაბამისად, სამ ოჯახს გვიწევს ერთად ცხოვრება, მე კი - მათი ყველა ხუშტურისა და კაპრიზის ატანა.

ჩემი თავი უკვე შინამომსამსახურე უფრო მგონია, ვიდრე ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

დარეცხე, დაალაგე სადილი გაამზადე...
ჩემი რძალი ჯერ კიდევ სტუმრის სტატუსით სარგებლობს, თითქოს სასტუმროში იყოს, მათი ბავშვების დაყრილიც მე უნდა ვალაგო.

სატირალი რომ არ იყოს,  სასაცილო ის არის, თუ როგორ აქებს ჩემი დედამთილი დაქალებში თავის "ინტელექტუალ რძალს" (მასწავლებელია და ამით ძალიან ამაყობს) სპეციალურად ჩემი თანდასწრებით, რაც ყველაზე მეტად მხვდება გულზე.

დედამთილს დიდად არც თავიდან მოვწონდი, როდესაც შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს, მაგრამ ახლა ამდენი ხანი გავიდა მაინც ნაწყენია, რომ ლევანმა არ დაუჯერა და მისი შერჩეული და მოწონებული ცოლი არ მოიყვანა.

ჩემი თანდასწრებით ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩემი მაზლის ცოლი ისე უყვარს, როგორც საკუთარი შვილი, მე რა დავუშავე, ვერ ვხვდები.

მე რომ ჩემი რძალივით ვიქცეოდე,   წამოვწვე, ვიარო სალონებში, ვწრუპო სხვისი მომზადებული ყავა საწოლში, გვარეცხინო, დავალაგებინო, წამოვწვე, ვუყურო ფილმებსა და სერიალებს, ალბათ ლანძღვით მიწასთან გამასწორებდა ჩემი დედამთილი.

ახლა ეჭვიც არ მეპარება, რომ განგებ იქცევიან ასე ერთიც და მეორეც, ჩემს დასანახად ერთმანეთის ლაქუცში ამოსდით სული.

ყოველდღიურად დიდი აურზაურის და ღრიანცელის მერე, საღამოს, ყველა რომ იძინებს და სიჩუმე ჩამოვარდება სახლში, მაშინ ვხვდები, თუ როგორ მისკდება თავი.

ხანდახან, როცა ძალიან ვბრაზობ ჩემს თავზე, მიფიქრია, რომ მეც დავწვები არ მოვიკლებ ძილს არც დავალაგებ, არც სადილს გავამზადებ, მაგრამ, რომ არ გავაკეთო, თავად მაწუხებს და ვღიზიანდები, არ შემიძლია ვიჯდე უწესრიგობაში და დაულაგებელ სახლში.

და ამ ყველაფრით ისევ მე ვზარალდები ფიზიკურადაც და მორალურადაც, რითაც მშევნივრად სარგებლობენ ჩემი რძალი და დედამთილი.

დაიჯერებთ?! უკვე ოცნებისაც კი მეშინია, რაიმე ისეთი არ ჩავიფიქრო, რაც ასე კოშმარივით ამიხდება".
2725
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
1
დიდი ოჯახი კარგია დიდ სახლში.ყველას თავისი ოთახი რომ აქვს!
20:47 / 26-02-2020
ნათია
1
ცალკე ცხოვრება ერთადერთი გამოსავალია, მეუღლეს თბილად დაელაპარაკეთ, აუხსენით, რომ როგორმე (თუნდაც ქირით) გადახვიდეთ ცალკე და რომ თქვენ ყველანაირად გვერდში დაუდგებით, იმუშავებთ და ერთად ყველაფერს შეძლებთ, ცოლ-ქმარს თავისი შვილების გარდა სახლში არავინ სჭირდება, ეს ანგრევს ოჯახებს.
16:34 / 26-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი