კორონავირუსის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი არ შეწყდება - მინისტრის პასუხი
კორონავირუსის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი არ შეწყდება - მინისტრის პასუხი
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კითხვებსაც გასცა პასუხი.
„სწავლის შეწყვეტის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ორი კვირით ირანთან მიმოსვლა შეიზღუდება“ - განაცხადა მინისტრმა.
დაავადენათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის თქმით, პაციენტი მგზავრობდა მიკროავტობუსით. ის შესაბამისი ეკიპირებით ჩამოიყვანეს თბილის ინფექციურ საავადყოფოში, მისი თანხმლები პირებიდან კი ნაწილი აზერბაიჯანში, ერთი კი თბილისში გაივლის საკარანტინო პერიოდს.
"დღეს ქვეყანა უფრო მომზადებულია ინფექციებთან და პანდემიურ პროცესებთან გასამკლავებლად, ვიდრე ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.
„მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული
არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“,-განაცხადა მინისტრმა.
7202
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ზურა
2
ამ ადამიანის ტვინში ჩამახედა (თუ აქვს რა თქმა უნდა) სწავლაც შეწყდება , და ყველაფერი შეწყდება დაახლოებით 2 კვირაში. რისი მმართველები არიან ერთი.ირანიდან საჰაერო მიმოსვლა შევზღუდეთო ვითომ სახმელეთოთი ვერ შემოვიდოდა ვირუსი. მსგავსი იდიოტობა სადმე თუ გინახავთ? და კიდევ თურნავა რო გამოდის და ხელების დაბანას ასწავლის ხალხს ეგაა ცალკე მოვლენა.
06:53 / 27-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?