სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ძალიან გთხოვთ, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს თქვენი პანიკით" - მაია ბუწაშვილი
"ძალიან გთხოვთ, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს თქვენი პანიკით" - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

"ძალიან გთხოვთ, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს თქვენი პანიკით. დაელაპარაკეთ და დაამშვიდეთ, რომ აპოკალიფსი არ იწყება. ბავშვებს ნანახი აქვთ ფილმები, სადაც ეპიდემიები დედამიწის მოსახლეობას ანადგურებს. დავარწმუნოთ, რომ ასეთი არაფერი გვემუქრება და არ დავიხოცებით. ნუ შევურყევთ ფსიქიკას. ნუ გამოვამწყვდევთ სახლებში, ჯერ ამის საჭიროება არ დამდგარა". 

ბეჭდვა