- დაბადების თარიღი...
- ...1954 წლის 26 დეკემბერი.- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი, ეს დედაჩემ- ჩემზე ამბობენ...
- ...ჩემი შვილები ამბობენ, მკაცრი დედააო. მომთხოვნი ვარ, ძალიან მომთხოვნი. პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. სიმკაცრით ჩემს პერსონაჟს ვგავარ.- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...
- ...სრულიად მოულოდნელად მოვხვდი. ამაზე არც არასდროს მიფიქრია. ჩემს შვილიშვილს უნდოდა მონაწილეობა და რამდენჯერმე კასტინგზე ვახლდი. იქ არავის ვიცნობდი, უბრალოდ არ მინდოდა, მარტო წასულიყო. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, ბავშვის გამო მირეკავს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვები მითხრა, ენა ჩამივარდა; თქვენს პროფესიას თუ დაუბრუნდებით, კარგი იქნება, ელვირის დედის როლი გვინდა შეასრულოთო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე პირველ სართულზე იყო. შალვასთან ჩავედი, ხვალ კასტინგზე უნდა წავიდე, სერიალიდან დამირეკეს-მეთქი. არ დაიჯერა. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, უხარია, ყველას ეუბნება, ზეიკო ნახეთო? ელვირი ცუდი პერსონაჟია, მაგრამ ნიკა ქავთარაძეა ცხოვრებაში ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან, ამბობენ ხოლმე, ზეიკო ჩვენი დედა აღარ არის, ელვირის დედა გახდაო.ზაზა ფაჩულიას ოჯახური იდილია და უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ინტერნეტსივრცეს იპყრობს
- ვამაყობ...
- ...ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ჩემი პროფესიით, სკოლით, მოსწავლეებით... ვთვლი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე და რძლები მყავს. მათ ჩემი შვილებისგან არ ვასხვავებ.- ჩემი სიძე ზაზა ფაჩულია...
- ...არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს, კარგი მეუღლე და მამაა. როგორ შეიძლება, კმაყოფილი არ ვიყო. ადამიანში იუმორის გრძნობას ძალიან ვაფასებ და ზაზამ თავისი იუმორით მასთან ურთიერთობა გამიადვილა. სულ მაშაყირებს. მეც არ ვაკლებ (იცინის), მაგრამ ის მჯობნის. სერიალში რომ მნახა, მითხრა, - ზეიკო, შენი იმედი მაქვს, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი საერთოდ წავშალოო. რამდენიმე დღის წინ ვკითხე, - ხომ არ წაგიშლია-მეთქი? - არა, არა, მაქვს და ეკრანზე რომ გხედავ, ძალიან მიხარიაო. თურმე საღამოს შინ რომ ბრუნდება, ჩემს ქალიშვილს ეკითხება, ზეიკო დღეს არ თამაშობსო? მერე სერიალს უყურებენ.ამ ადამიანში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ მიზანდასახულია. სულ სწავლობს, ახლაც სტენფორდში ბიზნესის მართვას სწავლობს. საქმისადმი სერიოზული მიდგომა სჩვევია. არაჩვეულებრივი მეგობარია, ყველა პატივს სცემს, საკალათბურთო სივრცეში ავტორიტეტი აქვს. ზაზა დასაყრდნობი და უღალატო კაცია, მეგრული სისხლი აქვს. მიხარია, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოსთანაა დაკავშირებული. შვილებს ქართულად ზრდის, ქართველი ძიძები ჰყავს. შინ ინგლისურად ლაპარაკს კრძალავს. ზაფხულობით რომ ბრუნდებიან, შვილები აქაურ საზაფხულო სკოლაში დაჰყავს. ბავშვები აქ არც ერთ ახალ წელს არ შეხვედრიან და მომავალი წლის შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. ზაზა მთელ ზაფხულს საქართველოში ატარებს.