ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე - მშობლები

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

2020-03-01 11:29:52+04:00

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის საფრთხის მატებასთან ერთად, პრაქტიკულად გამუდმებით ვხედავთ ეკრანებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში. ამ საყოველთაო პანიკაში ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი, ბევრ ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს და პანიკას თითქოს განმუხტავს კიდეც.

ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯან­და­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე. 1988-1996 წელბში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი; 1995-1997 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად. 1997-2001 წლებში იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.

2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

2002 წელს დი­ა­ბე­ტი­ან ბავ­შ­ვ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის ასო­ცი­ა­ცი­ის ოქ­როს მედლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

mshoblebi

ჰყავს მეუღლე - 1950 წელს დაბადებული, ექიმი-ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე.

საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ვაჟი - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე.

mshoblebi

ბატონ ამირანს ჰყავს ასევე ქალიშვილი - თამარ გამყრელიძე და ორივე შვილისგან - ექვსი შვილიშვილი.

mshoblebi