ბათუმში 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. ის შემთხვევის ადგილიდან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
"ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე, მაგრამ სტაბილურია. აღენიშნება პოლიტრავმა. ჰემოდინამიკურად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. თავის საეჭვო ტრავმის გამოსარიცხად, ვატარებთ კომპიუტერულ კვლევას. ასევე, ვუტარებთ მუცლის ღრუს გამოკვლევას", - განგვიცხადეს ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თამარ იაკობაშვილი