მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შესახებ გახდა ცნობილი, ყოველდღიურად მთელი საქართველო ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ბრიფინგებს ელოდება. საქმის მიღმა, დაავადებათა კონტროლის სფეროში ქვეყნის ნომერ პირველი სპეციალისტების პირადი ცხოვრებაც ყველას აინტერესებს.
ამჯერად AMBEBI.GE პაატა იმნაძის ოჯახს გაგაცნობთ. 67 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ, მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ.
2017 წელს, პაატა იმნაძემ ბიოლოგ ხათუნა გოგელიაზე იქორწინა.
AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილქს ქალიშვილს ლიზი იმნაძეს ესაუბრა. მისი ტყუპისცალი ტატა, მამის გზას გაყვა.
- მე და ტატა ტყუპები ვართ. სხვათაშორის ტატა ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს, მას ჯერ კიდევ ბავშობიდან ჰქონდა მამის პროფესიისადმი ინტერესი. პაატა ყოველთვის დაკავებული იყო, თითქმის სულ სამსახურში, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, შაბათ-კვირას გამოენახა დრო და სადმე წავეყვანეთ. ვსეირნობდოთ ვაკის პარკში, როგორც შეეძლო ისე გვითმობდა დროს.
მაშინ ვიცოდით, რომ მამა დირექტორი იყო (1992 წლიდან იმნაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი გახლდათ, ავტ.) და ტელევიზიით ხშირად ჩანდა. ჩვენთვის მამა იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.