ემინემის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაში მის თაყვანისმცემლებს უნდა ეცადათ, რეპერის მსგავსი სისწრაფით გაერეპათ მისი ცნობილი კომპოზიცია Godzilla. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათას მონაწილეს შორის 16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა გამოარჩიეს. ნინის მიერ შესრულებული Godzilla ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ნინი დღეს გადაცემა Newsroom-ში იყო სტუმრად და დაწვრილებით ისაუბრა ამ თემაზე.