"ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ეს ხუთი ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა.
"44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ყველა გახლდათ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში.", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.