„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომლემაც საოცრად გულახდილი და ემოციური ინტერვიუ შემოგვთავაზა.
- ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ახალი წელი კალენდრიდან გავაქრე. მე ვმუშაობ, რომ დღესასწაული კვლავ მოვიყვანო ჩემთან. სამსახურში ნუცას გარდაცვალებიდან 40 დღეში გავედი, იქ, სადაც 14 წლიდან ვარ, ეს ტელევიზიაა. შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად, ჩემს დაბადების დღეზე დავდექი კამერების წინ და მეგონა, ვერ ვისაუბრებდი. როდესაც იმ კადრებს ახლა ვუყურებ, ვხვდები რომ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ახლა სარკეში ვიყურები, თითქოს უკვე ცოცხალს ვგავარ, ერთადერთი ჩემი მზერა მყიდის ხოლმე. ვფიქრობ, მუდმივ დეპრესიაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე იბრძოლო და გამოხვიდე მდგომარეობიდან.
მე შემხვედრიან ქალები, რომლებიც გარდაცვლილი ბავშვების სახელით შვილს აჩენენ, ეს არ მიმაჩნია მართებულად. მე ეს ყველაფერი არ შემიძლია, მე შინაგანად, კვლავ შვილმკვდარი დედა ვარ.
რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა. განაგრძეთ კითხვა