"ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია. საიმედო მეგობარია. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლოებები თამამად ანდოთ. კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის. უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. ფიცხი, პირდაპირი და ენამახვილია, ზოგჯერ ირონიული ტონით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თაკო ჭანუყვაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიით ძალიან დაინტერესებული ვარ, პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია, თუმცა წაკითხული მაქვს და ვიცი, ჩემს ნიშანს როგორ ახასიათებენ.
- ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებელი ხარ?
- დიახ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დამოუკიდებლად ვდგამდი ნაბიჯებს. ზოგადად, ასეთი ადამიანები მიყვარს და მომწონს. დამოუკიდებლობას ყველა ადამიანი პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს.
- "სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხენი ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".
- მეგობრულ შეკრებებზე სულ ასე ხდება. ცხოვრება, სიცოცხლე ძალიან მიყვარს. ჩემთვის მთავარია, ყველა დღე დადებითად დაიწყოს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც უნდა შემხვდეს, სითბოს, სიყვარულს ვუზიარებ. ცხოვრება ბევრად სახალისო და ფერადია, როცა ყოველ წუთს თავად მართავ. ადამიანები ჩემგან დადებით ენერგეტიკას გრძნობენ.
- "ნიჭიერია, ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება და სხვადასხვა სფეროში საქმიანობაც შეუძლია".
- დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის. ერთდროულად იმდენ საქმეს ვაკეთებ, თავადაც მიკვირს, როგორ ვასწრებ. თეატრში სულ რეპეტიციები და სპექტაკლები მაქვს, პერიოდულად - სერიალის გადაღებები, შევქმენი ჩემი ტანსაცმლის ხაზი... ეს ყველაფერი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შრომა იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რაღაცნაირად ვასწრებ. მთავარი მონდომებაა, შეუძლებელი არაფერია.
- "საიმედო მეგობარია. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლოებები თამამად ანდოთ".
- უმჯობესი იქნებოდა, ამ დახასიათებას ჩემი მეგობრები პასუხობდნენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული და სანდო ვარ. სკოლის პერიოდის ამბებს რომ ვიხსენებ, მეცინება. მეგობრების საიდუმლოებებს ისე ვინახავდი, მერე ის ამბავი ყველამ რომ იცოდა, მაშინაც კი არ ვამბობდი.
- "კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის".
- სიტყვა "კონფლიქტი" მეჯავრება, ჩემს ხასიათში არანაირი დოზით არ არის. კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა არ შემიძლია. ოდესმე ვინმესთან უთანხმოება თუ მომივა და ჩავთვლი, რომ შემეშალა, ბოდიშის მოხდა არ გამიჭირდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
განაგრძეთ კითხვა