"პალიტრა L-ის" პროექტი "მაკულიტერატურა" - სკოლებს შორის შეჯიბრი 16 აპრილამდე გაგრძელდება.
პროექტი „მაკულიტერატურა“ ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC); საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს.
შექმნილი ვითარების გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სკოლებისთვის, მაკულატურის შესაგროვებლად მეტი დრო მიეცათ. სკოლებს შორის შეჯიბრება 16 აპრილს დასრულდება.
დარეგისტრირებულ სკოლებს, შესაძლებლობა ექნებათ, 16 მარტიდან 16 აპრილამდე მეორე თვის მაკულატურაც შეაგროვონ.
როგორც გამომცემლობის წარმომადგენლები ამბობენ, ამ მასშტაბური შეჯიბრების მიზანია, სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.
შეგახსენებთ, რომ:
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, დაჯამდება შედეგები: 1 მოსწავლე= 1 ნერგს , 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 20 სკოლას შორის. შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. თბილისში გამოვლინდება 10 გამარჯვებული სკოლა, რუსთავსა და ქუთაისში კი 5-5;
ის სკოლები, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, მაგრამ გეგმას გადააჭარბებენ, დაგროვებული ნერგები გაორმაგდება, შესაბამისად, უფრო მეტ წიგნს მიიღებენ ბიბლიოთეკისთვის;
მარტის ბოლოს გამოვლინდება 20 გამარჯვებული სკოლა, შეირჩევა წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად შერჩეულ ლოკაციაზე დარგავენ მისი სახელობის ხეებს და გაამწვანებენ გარემოს.