შემთხვევა რუსეთში მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ. ქალაქ არტემის პოლიციას სკოლის დირექტორმა მიმართა. მისი თქმით, ერთ-ერთ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებების კვალი ჰქონდა.
საქმეში არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ინსპექტორი ჩაერთო და სწორედ მან გაარკვია, რომ ბიჭს დედა ქამრით გაუსწორდა ფიზიკურად, დღიურში ნანახი ცუდი ნიშნების გამო. დედამ თქვა, რომ უკეთესი "მეთოდი" ვერ მოიფიქრა, შვილის მოსწრებაზე რომ მოეხდინა გავლენა და "აღმზრდელობითი მიზნით" ქამარი გამოიყენა.
ბავშვი შედარებით იოლი დაზიანებებით გადარჩა, სასამართლომ კი მის დედას ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა და აღრიცხვაზეც აიყვანა, პროფილაქტიკის მიზნით.