ინგლისში მცხოვრები ქართველი პიანისტი, სამი შვილის დედა ქეით ვარდი კორონავირუსთან დაკავშირებით ინგლისში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება სოციალურ ქსელში და პარალელებს ავლებს ქართულ სიტუაციაზე:
"ინგლისში უკვე ათეულობით შემთხვევებია დაფიქსირებული გაურკვეველი წყაროდან დაინფიცირების. ნამდვილად დიდი საშიშროებაა ეპიდემიის.
აი, იმ ადამიანების გასაგონად ვწერ, ვინც ყოველთვის აძაგებს ჩვენს საქართველოს - ნამდვილად სამაგალითოდ მუშაობენ ქართველები და ერთი გაურკვეველი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა!
აქ უკვე ბავშვსაც დაუდსტურდა ვისური და სკოლებში ისევ გვაიძულებენ შვილები ვატაროთ..."
ქეთის თქმით, ჯარიმებია, რომ გააცდენინოს სკოლა, ხოლო სკოლის ადმინსტრაციას რომ ესაუბრა, უთხრეს, რომ ხელებს აბანინებენ და მშვიდად უნდა იყოს და სანამ სკოლაში არ დაფიქსირდება შემთხვევა, სკოლას ვერ დახურავენ.
თუ რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში ამ მხრივ, ჩვენი რესპონდენტების პასუხები იხილეთ: