საავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მას იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო ცენტრ "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელია. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაინფიცირებული სწორედ "ევექსის" სათაო ოფისში მომუშავე პირია.