გამოცემის ინფორმაციით, ქალბატონი სალონში თმის შესაჭრელად მივიდა, დაწესებულების თანამშრომლებმა კი ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიაწოდეს.
"ქალბატონი თმის შესაჭრელად იმყოფებოდა და ყვებოდა, რომ საქართველოში იმავე რეისით დაბრუნდა, რომლითაც ახალი კორონა ვისრუსით დაავადებული 44 წლის მამაკაცი ჩამოვიდა", – აცხადებენ თვითმხილველები.
აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეებმა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ ცენტრსაც მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.