25 თებერვალს მიჩიგანის შტატის მცხოვრებმა ალექსანდრია სმიტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორი წლის შვილი, ბრაკსტონი, საუკეთესო მეგობართან, ბოსტონთან ერთად ერთ ენაზე საუბრობს.
ბავშვი იცინის და ძაღლს თავის ენაზე ელაპარაკება. ძაღლიც დიალოგში შედის და ბიჭს პასუხობს. ასე გრძელდება პერიოდულად და ბავშვიც გულიანად იცინის. "ასე ხდება, როდესაც თქვენი შვილი გააცნობიერებს, რომ ჰასკის ენაზე საუბარი შეუძლია", - დააწერა ალექსანდრიამ ვიდეოს.
ვიდეო ძალიან სწრაფად გავრცელდა. ფეისბუქზე მას 4 მილიონი ნახვა და 132 ათასზე მეტი რეაქცია აქვს. "გული მაქვს გამთბარი, რომ ჩემმა შვილმა ამდენი პოლიტიკისა თუ ვირუსისგან გადაღლილი ადამიანის გაცინება და გაბედნიერება მოახერხა."- დაწერა ალექსანდრიამ სოციალურ ქსელში.