იმედა კახიანის ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მსახიობის სახლი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს რეალურად "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს ანა ჩირაძეს ეკუთვნის.
რეალობის გასარკვევად AMBEBI.GE იმედა კახიანის შვილიშვილს ქეთო თოფურიძეს დაუკავშირდა:
- 2000-იან წლებში იმედამ სხვა ადამიანებთან ერთად კერძო მშენებელს მურთაზ გვიდიანს გადაუხადა თანხა, რომლის თანახმად უნდა აშენებულიყო ბინა, სადაც საცხოვრებლად გადავიდოდით. მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მურთაზ გვიდიანმა ეს ფართები გაყიდა არაერთხელ სხვადასხვა პირებზე და ყველანი დავზარალდით. მან წლების წინ გვითხრა, რადგან თქვენი ბინის აშენება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა სხვა ბინას მოგცემთო და გადავედით სხვა საცხოვრებელ ფართში.
ამ შეთანხმების მიუხედავად, წლების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი მისი იყო და ჩვენ აღმოვჩნდით სახლის გარეშე. ახლა კი ასეთი სიუჟეტი გავიდა ეთერში, რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო. "მთავარი არხი" რაც არის მოგეხსენებათ, ჯერ ბიძაჩემზე, გიორგი კახიანზე მოამზადეს აბსურდული სიუჟეტი, ახლა ჩვენს ოჯახზე. სიუჟეტში ამბობენ, თითქოს იმედა კახიანი ცხოვრობს ანი ჩირაძის ბინაში, რაც ტყუილია. განაგრძეთ კითხვა