"კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება" -ამის შესახებ იტალიაში მოღვაწე ქარტველმა ექიმმა დავით მათიაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით, დნმ-ის შემადგენლობით განსხვავდება. იმედია, მალე დათბება და ვირუსის სეზონიც გაივლის" - ამბობს ქარტველი ექიმი. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ სახლში არიან, თვითიზოლაციაში. თუ მძიმე სიმპტომები არა აქვთ, სახლში ტოვებენ.
"ვისაც სურდო ჰქონდა, ყველა საავადმყოფოებს მოაწყდა, რიგები იდგა, რამაც გავრცელებას ხელი შეუწყო. ჩრდილოეთ იტალიაში სრულიად გაუქმებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიებები. მხოლოდ რესტორნები მუშაობს, სადაც მაგიდასთან მომსახურება შეიძლება, ბარები, კლუბები კი არ მუშაობს" - აცხადებს დავით მათიაშვილი.