ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ზოგჯერ ბედი მათაც დიდ დარტყამს აყენებს. ანჯელინა ჯოლი საკუთარი ოჯახის პრობლემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
როგორც იცით, 44 წლის ანჯელინას ჰყავს 6 შვილი და არის მზრუნველი დედა. ცოტა ხნის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.
მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ახლახან მისმა ორმა გოგონამ მძიმე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.
მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ვიდრე შაილოსა და ზახარის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებდა, ნებართვა მათგან აიღო, რადგან ის პატივს სცემს ბავშვების პირად ცხოვრებას.
"ბოლო ორი თვის განმავლობაში პრაქტიკულად არ დამიტოვებია საოპერაციო პალატები. ჯერ ჩემს უფროს გოგონას ჰქონდა პრობლემა, რამდენიმე დღის წინ კი უკვე მეორე გოგონას მოუწია ოპერაციის გაკეთება თეძოზე... ამ პერიოდში დავინახე, როგორ უყვართ ჩემს გოგონებს ერთმანეთი. მიხვდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლა და გამოჯანმრთელებისათვის ძალისხმევის გაწევა - საამაყოა... ყველამ ვიცით, რომ ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როცა შენი დახმარება არავის შეუძლია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეგვიძლია, თვალების დახუჭვა და სუნთქვაა. როგორც კი ტკივილის შემდედ ნაბიჯის გადადგმას ვახერხებთ, ვწყნარდებით და ცხოვრებას ვაგრძელებთ." - განაცხადა ანჯელინამ.
სოციალურ ქსელში წერილის გამოქვეყნების შემდეგ მალევე გავრცელდა ფოტოები, სადაც მსახიობი შაილოსთან ერთადაა გადაღებული. შაილო კი ყავარჯნებითაა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტთან სამი შვილი ჰყავს, სამი კი იშვილეს. წყვილი 2016 წლის სექტემბერში განქორწინდა. მოგვიანებით კი ანჯელინამ ბრედ პიტს ოჯახურ ძალადობაში, ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმში დასდო ბრალი.