2018 წლის ოქტომბერში, გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს.
პატარა გოგონა გორში, "გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" დაიბადა. გოგონას მამის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ჩვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და ის თბილისში, ჯოენის კლინიკაშია გადაყვანილი.
"ყველა გვერდში გვიდგას... საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაშიც დახმარება გაგვიწიეს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კერძოდ - მიშა მთვარელიძემ.
დედის და ახალშობილის მდგომარეობის მიმართ ყურადღებას იჩენს შიდა ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და "გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით" - ამბობენ ბერიაშვილები. წაიკითხეთ სრულად
გორში მოკლულ 9 წლის გოგონასთან ჩადენილს იაგო ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა - ექსპერტიზამ წაშლილი ჩანაწერი აღადგინა
რა დეტალებს იხსენებს გორში მოკლული 9 წლის გოგოს ბაბუა VIDEO`