29 წლის გიორგი გელოვანი მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მდგომარეობის შესახებ მეგობარი, გიორგი მელქაძე საუბრობს:
- გიორგიმ მკურნალობა საქართველოში დაიწყო. აქ დასმულ დიაგნოზში ეწერა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა, უფრო კონკრეტულად, ლიმფომა. დაიწყეს ქიმიოთერაპიის კურსები, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩაუტარდა 6 კურსი. მკურნალობის დასრულების შემდეგ, როდესაც გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ არანაირი შედეგი არ ჰქონდა. შემდეგ უკვე თურქეთში წაიყვანეს. თავიდან გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი საერთოდ არ შეესაბამებოდა რეალობას, ქიმიოთერაპიებიც, რაც საქართველოში გაიარა, თავისთავად ტყუილად გაუკეთეს. ფაქტობრივად, ადამიანს ისეთი წამლები გაუკეთეს, რაც საერთოდ არ სჭირდებოდა.
- ახლა რა დიაგნოზი აქვს?
- თურქეთში რომ გამოკვლევა ჩაუტარეს, მონობლასტური/მონოციტური ლეიკემია დაუდგინდა. იქ გამოჯანმრთელების იმედს აძლევენ, თუ მკურნალობას სრულად გაივლის და პროგრამას არ ჩააგდებს, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
- რა თანხაა მკურნალობისთვის საჭირო?
- ორი ქიმიოთერაპიაა საჭირო და თითოეული 30 000 დოლარი ჯდება. დანარჩენი თანხები სამეგობრომ და გარშემო მყოფებმა, ვისაც რა შეგვეძლო, შევუგროვეთ. თავად ოჯახიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იმ თვალსაზრისით, რომ არც სახლი აქვთ, ნაქირავებში ცხოვრობენ. მამა დაღუპული ჰყავს, დედა მოხუცი. და ჰყავს გვერდით, იმასაც ქმარი დაეღუპა და სამი ობოლი შვილი ჰყავს. გიორგი იყო თანხის ერთადერთი შემომტანი. მუშაობდა და თავად უძღვებოდა ოჯახს, ზრუნავდა თავის დიშვილებზე... მაგრამ ახლა ძალიან გაუჭირდათ. ბავშვები ბებიასთან ჰყავთ დატოვებული საქართველოში. ვიდრე დიაგნოზს დაუსვამდნენ, სადაც რამეს ნახავდა, ყველაფერზე მუშაობდა, არაფერს თაკილობდა და პატიოსანი შრომით ოჯახის დახმარებას ცდილობდა. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, კეთილი ნება, მაქიმალურად დაგვიდგეს გვერდით. კეთილი ადამიანების მჯერა და ყველა თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ მადლობას ვეტყვი ყველას.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ:
საქართველოს ბანკი:
GE71BG0000000338689000
თიბისი ბანკი
GE77TB7170245061100105
მიმღები: ეკა ლუხუტაშვილი
თამარ იაკობაშვილი