ინგლისის ჯადაცვის მინისტრმა ნედინ დორისმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი მიიღო.
BBC-ის ცნობით, როგორც კი მინისტრმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ გაიგო, დაუყონებლივ მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა და სახლში, კარანტინში იმყოფება.
"დაუყოვნებლივ მოხდა იმ პირების მოძიება, რომლებთანაც კი შეხება მქონია. დეპარტამენტები და პარლამენტში მომუშავე ადამიანები აქტიურად იცავენ ყველა რეკომენდაციას", - განაცხადა დორისმა.
მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელებიც აქტიურად მუშაობენ და მასაც აძლევენ რეკომენდაციებს.