1 წლის ალექსი პატურაშვილს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. როგორც ირკვევა, თურქეთში მისი მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს. გთავაზობთ ალექსის მამის, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის პოსტს:
"ერთი კარგი დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ფინალისკენ!! დიდი ნერვიული მოლოდინის შემდეგ კარგი ამბები გვაქვს, ვიცი რამდენი ელოდებოდით ამის წაკითხვას და რამდენი იტყვით, აააი, ხომ ვამბობდი გული კარგს მიგრძნობსო, ასე გააგრძელეთ ეგ ემოციები და რა ვიცი კიდევ რაღაც სასწაულები მუშაობს. სიმსივნის ძირითადი კერა, რაც დაახლოებით 12 სანტიმეტრი იყო, იმდენად დაპატარავდა, რომ ოპერაცია უკვე შესაძლებელია.
უფრო ზუსტად ხვალ ვნახავთ, ტომოგრაფიის წერილობითი დასკვნა რომ გვექნება, მაგრამ რაც სურათზე ჩვენი თვალით ვნახეთ და ექიმებმაც დაგვიდასტურეს, ალბათ თავდაპირველი მოცულობის 20%-ზე უფრო ნაკლებია დარჩენილი. დანარჩენი პატარა წარმონაქმნები რაც იყო ღვიძლში, თითქმის აღარ იკითხება.
ფილტვში ჩანდა წინა კვლევის დროს პატარა მეტასტაზი ის საერთოდ გაქრა. ხვალ ვიწყებთ ქიმიის მომდევნო კურსს რაც იმედია კიდევ უფრო წინ წაგვწევს და ზუსტად ერთ თვეში ვიკეთებთ ოპერაციას ალბათ ხვდებით ჩვენ აქ რა დღეში ვართ გვიხარია და თან ვფრთხილობთ. ერთი რამ ფაქტია რომ ეს ამბავი დიდ ძალას გვმატებს. ვიცი თქვენც გაგახარეთ, გვიყვარხართ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის", - წერს ბექა პატურაშვილი.
1 წლის ალექსი პეტრიაშვილს რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. პატარა მკურნალობას ამჟამად თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადის.
1 წლის ალექსის დახმარება თქვენც შეგიძლიათ, ანგარიშის ნომერზე "საქართველოს ბანკში":
GE54BG0000000161812619
მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა)