კორონავირუსის გვარცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობა აუცილებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ვრცელდება "ფეიკნიუსები", რომლებსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. ერთ-ერთ ასეთი ცრუ ამბის "მსხვერპლი" აღმოჩნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის დედა.
სწორედ ცრუ ინფორმაციის გაზიარების გამო "უსაყვედურა" დედას პაატა იმნაძემ.
მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:
"რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა - ნუნუ ბებია - გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი - საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.
ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა", - წერს კეკელიძე.
ცხადია, რომ ამ ურთულეს მომენტში, დედა-შვილი განსაკუთრებულად ღელავენ ერთმანეთზე.
"დედა, სულ მაგრად უნდა იყო!"- ასე მიულოცა დედას, დედების დღე ქვეყნის მთავარმა იმუნოლგმა სოციალურ ქსელში.
რუსკა კილასონია