მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. კორონავირუსი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანას მოედო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად უკვე გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 5 123 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელეის წყარო ჩინეთის ქალაქი უხანი იყო.
თუმცა ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ევროპაში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. ვირუსის გამო იტალიასა და ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ასევე გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა ამერიკაშიც გამოაცხადა. ცნობილია, რომ კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42-შია დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2045-ს შეადგენს.
AMBEBI.GE სწორედ ამერიკაში, კერძოდ კი პენსილვანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ზაზა ვარსიმაშვილს ესაუბრა. იგი პენსილვანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა სისტემების და ხარისხის კონტროლის დირექტორია. მისი მეთვალყურეობის ქვეშ ადგილობრივი 5 კლინიკაა, მათ შორის ინფექციური...
- როგორც იცით ამერიკაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ძაან ჩახლართულია ხოლმე რეალობა, რეალური მიზეზი მაგის გამოცხადების შეიძლება ის იყოს, რომ დაფინანსება გამოყონ ამ ყველაფრის. რასაც ახლა ვკითხულობ - აქ ზუსტად სიტყვა-სიტყვით ასე წერია, "პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს $50 მილიარდის დაფინანსება ფედერალური დახმარებების სახით".
ამერიკაში იგრძნობოდა გარკვეული პანიკა, მიუხედავად იმისა, რომ აქ კორონავირუსით დაინფიცირებულების მაქსიმალურად ცოტა შემთხვევებია დაფიქსირებული. აქ უფრო იმის შეეშინდათ რომ, დაინფიცირებული ხალხი ჩამოვიდოდნენ და გაავრცელებდნენ... სხვათა შორის, ყველაზე ადვილად მგზავრობისას ვრცელდება, რადგან დახურული სისტემაა და საერთო ჰაერი.
დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან შეერთებულ შტატებში შესვლა აკრძალა, რაც რადიკალური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც... ერთდროულად აკრძალვა შეეხება როგორც ფრენებს, ასევე გემით ან ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებულ მგზავრობას... საერთაშორისო მგზავრობის აკრძალვა და თბილი ამინდების დადგომა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ვირუსის გავრცელებას.
რაც შეეხება საქართველოს, ვიცი იქ არსებული მდგომარეობის შესახებ.... საქართველოში უმაღლესი რანგის ინფექციონისტები არიან! პაატა იმნაძე მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია, აღარაფერს ვამბობ ამირან გამყრელიძის შესახებ, ისედაც ყველამ იცის! უბრალოდ მთელი ქვეყნის გაკონტროლება მათ მიერ რთული იქნება, მოსახლეობამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ყველაფერს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. განაგრძეთ კითხვა