ჯანეტ ქერდიყოშვილი ცოტა ხნის წინ გახდა დედა - 28 იანვარს გაჩნდა მისი და ნოე სულაბერიძის ქალიშვილი ანნა.
როგორც ცოტა ხნის წინ აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს და თანაც - ძიძის გარეშე ზრდის: "2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად... საღამოს, მძიმე საკვებს არ ვიღებ, უარი ვთქვი ტკბილეულზე, ცომეულსა და გაზიან სასმელებზე.... რაც შეეხება ძიძას - მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება", - ამბობს ჯანეტი.
კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, წყვილიც ძირითადად შინ ამჯობინებს ყოფნას. გასართობად კი ეს მხიარული ცეკვა მოიფიქრეს, რომელიც ტიკ-ტოკზე ატვირთეს და შემდეგ ინსტაგრამზეც გაავრცელეს.
სავარაიდოდ ეს ვიდეო ჯენიფერ ლოპესისა და მისი ქმრის გახმაურებული ვიდეოს გამოხმაურებაა.