ფილმები ბავშვებზე, რომლებსაც შეგიძლიათ მათთან ერთად უყუროთ - სია მშობლებისთვის
ფილმები ბავშვებზე, რომლებსაც შეგიძლიათ მათთან ერთად უყუროთ - სია მშობლებისთვის
არდადეგებზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება თემა - რით გავართოთ ბავშვები და ასევე, რა ვაკეთოთ მათთან ერთად, რომ თავისუფალი დრო ერთად დასამახსოვრებლად გავატაროთ. სამაგიდო თამაშების, ეზოს თამაშების, წიგნების კითხვის, გულახდილი საუბრების გარდა ერთ-ერთი საუკეთესოა ბავშვებთან ერთად ფილმების ყურება. 
ეს ის რამდენიმე ფილმია, რომლებსაც ბავშვები სიამოვნებით უყურებენ, რომლებიდანაც რაიმეს სწავლაც შეიძლება, ზოგი ძალიან გაგართობთ ერთად, ზოგიერთი კი დამაფიქრებელიც არის. კომენტარებში თქვენგანაც ველოდებით სიის შევსებას საინტერესო საბავშვო ფილმებით. 
mshoblebi
  1. "საოცრება" - ძალიან კარგი წიგნის კარგი ეკრანიზაცია. ფილმი სხვებისგან განსხვავებულ ბიჭუნაზე, მის არაჩვეულებრივ დედაზე და სიკეთეზე.
  2. "რონი კლარკის ისტორია" - ერთი იდეალისტი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების ძალიან საინტერესო ამბავი.
  3. "კლასის წინ" - ამბავი ბიჭზე, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს, ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს ცხოვრებაში
  4. "პატრიკი" - ერთი საყვარელი ძაღლის და მისი პატრონის სასაცილო და საინტერესო ამბავი
  5. "ბეთჰოვენი" - ეს ფილმიც ძაღლზეა, ძალიან ჭკვიან არსებაზე. "ბეთჰოვენს" რამდენიმე გაგრძელებაც აქვს და ყველა საინტერესოა
  6. "ჯუმანჯი" - თავგადასავლებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის ზედგამოჭრილია
  7. "ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი" - ასევე განსაკუთრებული მძაფრი შეგრძნებებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის.
  8. "იურული პერიოდის პარკი" - მძაფრი შეგრძნებები არც აქ იქნება ცოტა.
  9. "სამი კაკალი კონკიასათვის" - უფროსი თაობის საყვარელი ფილმი, რომელსაც პატარებიც სიამოვნებით უყურებენ
  10. "უცხოპლანეტელი" - ამბავი ერთ კეთილ და საყვარელ უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწელ
    ბავშვებს სთხოვს დახმარებას
  11. "ნარნიას ქრონიკები" - კიდევ ერთი ჯადოსნური და ზღაპრული ამბავი
  12. "კარატისტი ბიჭუნა" - ბიჭზე, რომელმაც შრომითა და მონდომებით სასურველ მიზანს მიაღწია და თავისზე ძლიერები დაამარცხა
  13. "ბელი და სებასტიანი" - ესეც რამდენიმე ფილმია ძალიან საყვარელ ძაღლზე, კეთილი ამბებით
  14. "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" - ასევე ცნობილი საბავშვო წიგნის ეკრანიზაცია, ჯონი დეპის საოცარი შესრულებით
  15. "ჰარი პოტერის" რამდენიმე ნაწილი, რომლებშიც ჰარი ჯერ კიდევ პატარაა
  16. "ცხოვრება მშვენიერია" - ამბავი მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკზე და მამაზე, რომელმაც ისე მოახერხა, რომ შვილს ეს ყველაფერი თამაშად უქცია
  17. "პიტი და მისი დრაკონი" - ფილმი ობოლ ბავშვზე და მის თავგადასავლებზე.
  18. "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ცნობილი ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია.
  19. "ოქროს კომპასი" - თანამედროვე ზღაპარი ნამდვილ ჯადოქრობებზე.
  20. "გაათავისუფლეთ ვილი" - ბიჭუნასა და ზღვის არსების მეგობრობის საოცარი ამბავი.
  21. "მარტო სახლში" - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საბავშვო ფილმის სამივე ნაწილი ძალიან კარგი საყურებელია.
  22. "ჰუგო" - პატარა ობოლი ბიჭის საინტერესო თავგადასავალი 1930-იანი წლების პარიზში.
  23. "მელოტი ძიძა" - მხიარული ოჯახური კომედია ვინ დიზელის მონაწილეობით.
  24. "წრიპა ბიჭის დღიური" - თანამედროვე საბავშვო ბესტსელერის ეკრანიზაციაც საინტერესო და თავშესაქცევია
  25. "ხუჭუჭა სიუ" - კეთილი ფილმი პატარა მხიარულ გოგონასა და მის მამაზე, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ.
  26. "მუსიკის ჰანგები" - კიდევ ერთი კვლავაც კარგი საყურებელი ფილმი შორეული წარსულიდან.
  27. "ჩემი საზიზღარი ძიძა" - სათაური უკვე მიანიშნებს იმას, თუ რა მხიარული თავგადასავლები გადახდებათ თავს ფილმის გმირებს. ფილმის ორივე ნაწილი ძალიან კარგი სანახავია.
  28. "მისის დაუთფაიერი" - მამა, რომელიც შვილებთან ძიძის სახით ბრუნდება - ნამდვილად საინტერესო ამბავია
  29. "მისტერ პიტკინის" თავგადასავლებიც ისაა, რაზეც თანამედროვე ბავშვსაც გაეცინება
  30. "ხაფანგი მშობლებისთვის" - ტყუპი გოგონას ამბავი, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გაიზარდნენ და ახლა მშობლებს ნამდვილი ხაფანგი მოუწყვეს.
  31. "ასტერიქსი და ობელიქსი" - ძალიან სასაცილო ამბები ორ მეგობარზე
  32. "კარიბის ზღვის მეკობრეები" - ამ ფილმის ყველა ნაწილი თავშესაქცევი და კარგი საყურებელია
  33. "სტიუარტი" - პატარა თაგუნას თავგადასავალი
  34. "უხილავი მხარე" - კარგი საყურებელი ოჯახური კომედია სანდრა ბალოკის მონაწილეობით
  35. "ტომ სოიერი" - ამ ყველასთვის საყვარელი წიგნის ნებისმიერი ეკრანიზაცია საინტერესო და სახალისოა.
  36. "ხიდი ტერაბიტიაში" - კიდევ ერთი ძალიან კარგი ფილმი თავგადასავლებისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის
  37. "ბედნიერების ძიებაში" - ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი ფილმი ვილ სმიტის მონაწილეობით. იმაზე, რომ ყველას შეუძლია ბედნიერების მიღწევა და მიზნის შესრულება.
  38. "ცოცხალი ფოლადი" - განსაკუთრებით ბიჭებისთვის მოსაწონი კარგი ფილმი მამა-შვილზე
  39. "საბავშვო ბაღის პოლიციელები" - საოჯახო კომედია ყველა ასაკისთვის.
  40. "მალეფისენტი" - კიდევ ერთი ცნობილი ზღაპრის უცნობი ეკრანიზაცია.
mshoblebi
ასევე ხელმისაწვდომია ძველი თუ ახალი ქართული მხატვრული ფილმები, რომლებსაც ახლანდელი მოზარდებიც ინტერესით ნახავენ - "მეტიჩარა", "სუფთა დაფა", "ზღარბი", "არდადეგებზე", "ფესვები", "უდიპლომო სასიძო", "ჯარისკაცის მამა", "სხვისი შვილები",  "ცელქი ბავშვები", "ვისი სული გსურს", "ლურჯი ფრინველი" და ა.შ. 
ველოდებით თქვენს ვერსიებს კომენტარებში.
47893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
Natia
0
Ballerina da Moana da zoostari kide umagresia
18:56 / 09-08-2020
Natia
0
Zalian kargi filmebia❤️ didi madloba. Me meri popinss da mauglis davamatebdi
18:53 / 09-08-2020
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი