ეს ის რამდენიმე ფილმია, რომლებსაც ბავშვები სიამოვნებით უყურებენ, რომლებიდანაც რაიმეს სწავლაც შეიძლება, ზოგი ძალიან გაგართობთ ერთად, ზოგიერთი კი დამაფიქრებელიც არის. კომენტარებში თქვენგანაც ველოდებით სიის შევსებას საინტერესო საბავშვო ფილმებით.

- "საოცრება" - ძალიან კარგი წიგნის კარგი ეკრანიზაცია. ფილმი სხვებისგან განსხვავებულ ბიჭუნაზე, მის არაჩვეულებრივ დედაზე და სიკეთეზე.
- "რონი კლარკის ისტორია" - ერთი იდეალისტი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების ძალიან საინტერესო ამბავი.
- "კლასის წინ" - ამბავი ბიჭზე, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს, ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს ცხოვრებაში
- "პატრიკი" - ერთი საყვარელი ძაღლის და მისი პატრონის სასაცილო და საინტერესო ამბავი
- "ბეთჰოვენი" - ეს ფილმიც ძაღლზეა, ძალიან ჭკვიან არსებაზე. "ბეთჰოვენს" რამდენიმე გაგრძელებაც აქვს და ყველა საინტერესოა
- "ჯუმანჯი" - თავგადასავლებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის ზედგამოჭრილია
- "ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი" - ასევე განსაკუთრებული მძაფრი შეგრძნებებისა და იდუმალების მოყვარული ბავშვებისთვის.
- "იურული პერიოდის პარკი" - მძაფრი შეგრძნებები არც აქ იქნება ცოტა.
- "სამი კაკალი კონკიასათვის" - უფროსი თაობის საყვარელი ფილმი, რომელსაც პატარებიც სიამოვნებით უყურებენ
- "უცხოპლანეტელი" - ამბავი ერთ კეთილ და საყვარელ უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწელ
- "ნარნიას ქრონიკები" - კიდევ ერთი ჯადოსნური და ზღაპრული ამბავი
- "კარატისტი ბიჭუნა" - ბიჭზე, რომელმაც შრომითა და მონდომებით სასურველ მიზანს მიაღწია და თავისზე ძლიერები დაამარცხა
- "ბელი და სებასტიანი" - ესეც რამდენიმე ფილმია ძალიან საყვარელ ძაღლზე, კეთილი ამბებით
- "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" - ასევე ცნობილი საბავშვო წიგნის ეკრანიზაცია, ჯონი დეპის საოცარი შესრულებით
- "ჰარი პოტერის" რამდენიმე ნაწილი, რომლებშიც ჰარი ჯერ კიდევ პატარაა
- "ცხოვრება მშვენიერია" - ამბავი მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკზე და მამაზე, რომელმაც ისე მოახერხა, რომ შვილს ეს ყველაფერი თამაშად უქცია
- "პიტი და მისი დრაკონი" - ფილმი ობოლ ბავშვზე და მის თავგადასავლებზე.
- "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ცნობილი ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია.
- "ოქროს კომპასი" - თანამედროვე ზღაპარი ნამდვილ ჯადოქრობებზე.
- "გაათავისუფლეთ ვილი" - ბიჭუნასა და ზღვის არსების მეგობრობის საოცარი ამბავი.
- "მარტო სახლში" - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საბავშვო ფილმის სამივე ნაწილი ძალიან კარგი საყურებელია.
- "ჰუგო" - პატარა ობოლი ბიჭის საინტერესო თავგადასავალი 1930-იანი წლების პარიზში.
- "მელოტი ძიძა" - მხიარული ოჯახური კომედია ვინ დიზელის მონაწილეობით.
- "წრიპა ბიჭის დღიური" - თანამედროვე საბავშვო ბესტსელერის ეკრანიზაციაც საინტერესო და თავშესაქცევია
- "ხუჭუჭა სიუ" - კეთილი ფილმი პატარა მხიარულ გოგონასა და მის მამაზე, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ.
- "მუსიკის ჰანგები" - კიდევ ერთი კვლავაც კარგი საყურებელი ფილმი შორეული წარსულიდან.
- "ჩემი საზიზღარი ძიძა" - სათაური უკვე მიანიშნებს იმას, თუ რა მხიარული თავგადასავლები გადახდებათ თავს ფილმის გმირებს. ფილმის ორივე ნაწილი ძალიან კარგი სანახავია.
- "მისის დაუთფაიერი" - მამა, რომელიც შვილებთან ძიძის სახით ბრუნდება - ნამდვილად საინტერესო ამბავია
- "მისტერ პიტკინის" თავგადასავლებიც ისაა, რაზეც თანამედროვე ბავშვსაც გაეცინება
- "ხაფანგი მშობლებისთვის" - ტყუპი გოგონას ამბავი, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გაიზარდნენ და ახლა მშობლებს ნამდვილი ხაფანგი მოუწყვეს.
- "ასტერიქსი და ობელიქსი" - ძალიან სასაცილო ამბები ორ მეგობარზე
- "კარიბის ზღვის მეკობრეები" - ამ ფილმის ყველა ნაწილი თავშესაქცევი და კარგი საყურებელია
- "სტიუარტი" - პატარა თაგუნას თავგადასავალი
- "უხილავი მხარე" - კარგი საყურებელი ოჯახური კომედია სანდრა ბალოკის მონაწილეობით
- "ტომ სოიერი" - ამ ყველასთვის საყვარელი წიგნის ნებისმიერი ეკრანიზაცია საინტერესო და სახალისოა.
- "ხიდი ტერაბიტიაში" - კიდევ ერთი ძალიან კარგი ფილმი თავგადასავლებისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის
- "ბედნიერების ძიებაში" - ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელი ფილმი ვილ სმიტის მონაწილეობით. იმაზე, რომ ყველას შეუძლია ბედნიერების მიღწევა და მიზნის შესრულება.
- "ცოცხალი ფოლადი" - განსაკუთრებით ბიჭებისთვის მოსაწონი კარგი ფილმი მამა-შვილზე
- "საბავშვო ბაღის პოლიციელები" - საოჯახო კომედია ყველა ასაკისთვის.
- "მალეფისენტი" - კიდევ ერთი ცნობილი ზღაპრის უცნობი ეკრანიზაცია.

ასევე ხელმისაწვდომია ძველი თუ ახალი ქართული მხატვრული ფილმები, რომლებსაც ახლანდელი მოზარდებიც ინტერესით ნახავენ - "მეტიჩარა", "სუფთა დაფა", "ზღარბი", "არდადეგებზე", "ფესვები", "უდიპლომო სასიძო", "ჯარისკაცის მამა", "სხვისი შვილები", "ცელქი ბავშვები", "ვისი სული გსურს", "ლურჯი ფრინველი" და ა.შ.
ველოდებით თქვენს ვერსიებს კომენტარებში.