"კარგად მახსოვს ჩემი ხუთი წლის იუბილე. დედამ ნება დამრთო დამეპატიჟა "ვინც მინდოდა". მე მინდოდა ყველა, ამიტომ გავედი ეზოში და ყველა ბავშვი, ვინც კი გზად შემხვდა, დავპატიჟე ჩემს დღეობაზე.
- გამარჯობა! გეპატიჟები ჩემს დაბადების დღეზე! - ვეუბნებოდი ბავშვებს.
მახსოვს, ახლაც ვგრძნობ არაჩვეულებრივ სიამაყეს, როდესაც აქცენტს სიტყვა - "ჩემს"-ზე ვაკეთებდი.
ერთ ბიჭს ძალიან გაუხარდა, მაგრამ გულწრფელად მკითხა: "მოვალ, მაგრამ შენ საერთოდ ვინ ხარ?"
მე არ ვიცოდი სწორად როგორ მეპასუხა და ვუთხარი: "ნაყინი იქნება".
არ გვყოფნიდა სკამები, თეფშები, კოვზები და ნაყინიც კი. დედა საშინლად ნერვიულობდა. ცდილობდა ერთ სკამზე ორი სტუმარი დაესვა. ბავშვები ბუშტებს მჩუქნიდნენ. ფერადი ბუშტები ძალიან დიდი მეჩვენებოდა. მეგონა, რომ ბუშტები ჰაერის ნაცვლად ბედნიერებით იყო სავსე.
დედამ, როგორც კი საშუალება მიეცა, მარტო მომიმწყვდია.
- საყვარელო, - მითხრა მოფერებით, მაგრამ მის ხმაში იგრძნობოდა ფოლადის სიმტკიცე... - იცნობ ამ ბავშვებს?
– არა, – გულწრფელად ვაღიარე, – მაგრამ ისინი ყველაზე საუკეთესოები არიან დედამიწაზე, - ვუპასუხე ანთებული თვალებით...
ჩემს ხუთი წლის იუბილეს დღემდე იხსენებენ ჩემი მშობლები. იცინიან... გავიდა ზუსტად 40 წელი და 3 წუთი.
არ ვიცი, სწორად როგორ გავაგრძელო ფრაზა: "ასაკის მატებასთან ერთად იწყებ სხვანაირად ფიქრს...", სამაგიეროდ ზუსტად ვიცი - დაბადების დღეს ყოველთვის მილოცავენ მხოლოდ ყველაზე საუკეთესო ადამიანები დედამიწაზე".
ანა გინი