გასულ წელს შრი-ლანკაში, ტერაქტის შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის 22 აპრილს მთელი მსოფლიო შეძრა აფეთქებამ, რომელიც შრი-ლანკაზე მოხდა. ბომბები აფეთქდა ეკლესიებსა და სასტუმროებში. დაიღუპა 290 ადამიანი. ტრაგედია შეეხო დანიის ყველაზე მდიდარ ადამიანსაც - ანდერს პავლსენს. 4 შვილიდან მხოლოდ ერთი გოგონა - ასტრიდი გადარჩა.
ტრაგედიიდან 1 წელიწადში Asos-ის თანამფლობელმა სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა.
47 წლის ანდერსმა და მისი 41 წლის მეუღლე ანამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს სიახლე - 11 მარტს ბიზნესმენის მეუღლემ ტყუპი გოგონა გააჩინა. ორსულობამ და მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.