ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, მის შესახებ აგორებულ ჭორებზე, თუ რეალობაზე.
სულ ახლახან ასათიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მის შესახებ სხვადასახვა ჭორებს ტროლები ყოველთვიურად ავრცელებენ. ტელეწამყვანის თქმით, ახლახან გავრცელდა ჭორი, თითქოს კორონავირუსით არის დაავადებული. ასათიანი გამომწერებს თხოვნით მიმართავს, არ შეუწყონ ხელი მის წინააღმდეგ აგორებული ჭორების გავრცელებას.