ქვეყანაში COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე, English Book Education და ამერიკული გამომცემლობა Scholastic-თან თანამშრომლობის შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ბიბლიოთეკა e-library, რომელიც 5000-ზე მეტ ინგლისურენოვან ადაპტირებულ ელექტრონულ და აუდიო წიგნს აერთიანებს.
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასალა მესამე კლასიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ჩათვლით.
English Book Education გთავაზობთ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ e-library-ით, რომლის შეძენაც ახლა უკვე შესაძლებელია 70% ფასდაკლებით.
პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დიდი ჩამონათვალიდან აირჩიოს მისთვის სასურველი ელექტრონული წიგნი, წაიკითხოს ან მოუსმინოს მას.
ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის უნდა ეწვიოთ საიტს https://bookshop.ge/
e-library კოდის შეძენის შემდეგ, თითოეულ მომხმარებელს ექმნება ერთწლიანი პროფილი, რომლის მონაცემებიც გაეგზავნება მითითებულ ელ. ფოსტაზე. პროფილის აქტივაციისთვის პროგრამას სჭირდება 24 საათი, გააქტიურების შემდეგ დაგიკავშირდებათ bookshop.ge-ის ოპერატორი.