კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე საუბრის დროს, ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვების დაინფიცირების რიცხვი დაბალია და მათ ამავდროულად მარტივად გადააქვთ ეს დაავადება. თუმცა ბავშვებისთვის მაინც რთულია ამ ყველაფრის გაანალიზება, იმის გაგება თუ რატომ უნდა იყვნენ სახლში, რატომ უნდა დაიცვან ჰიგიენის მკაცრი ზომები. სწორედ ამიტომ გთავაზობთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ჭითანავას რჩევებს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისულ პერიოდში და როგორ უნდა დავიცვათ თავი COVID-19-ისგან.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აგრძელებს კვლევებს COVID-19–ის გადამდებლობის შესწავლსთან დაკავშირებით და პერიოდულად მოწოდებული იქნება დამატებით ახალი ინფორმაცია. ამ ეტაპისთვის გადამდებლობის ძირითად გზად სახელდება წვეთოვანი გზა, ვიდრე ჰაერით გავფრცელება. დაავადებული პირი გამოყოფს ვირუსს ხველების, ცემინების დროს, ეს ნაწილაკები ხვდებიან გარშემო საგნებზე და თუ ჯანმრთელი ადამიანი ხელით შეეხება ჯერ ასეთ დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ უკვე ამ ხელით თავის სახეს, ცხვირ-პირს ან თვალს, მოხდება მისი დაინფიცირება.
ზოგჯერ დაავდების გადაცემა ხდება დაინფიცირებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილი ვირუსების სხვა ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ სისტემაში მოხვედრის შედეგად. ამიტომაც აუცილებელია ადამიანებს შორის მანძილი იყოს არანაკლებ 1 მეტრი, განსაკუთრებით ავადმყოფთან კონტაქტის დროს. იშვიათ შემთხვევაში დაავადების გადადების მიზეზი შეიძლება იყოს ფეკალიებთან შეხებაც;
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დღემდე ჩატარებული კვლევებით ვლინდება მოზრდილებიდან ბავშვებზე გადაცემის ფაქტები და არა პირიქით.
ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს COVID-19-თან შედარებით აქვს შედარებითი ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). ანუ ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-თან შედარებით სწრაფად ვრცელდება.
გადამდებლობის ინდექსი ანუ რამდენი ადამიანის ინფიცირება მოჰყვება ინფიცირების ერთ შემთხვევას, COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2,5 -მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.
გრიპის ვირუსის გადამდებლობა ძირითადად ვლინდება ავადობის პირველ 3-5დღეს და ასევე დაავადების ნიშნების გამოვლენამდეც. COVID-19–ის გადამდებლობაც ძირითადად ფიქსირდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, თუმცა დაავადება შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც. ამ ეტაპზე აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული, როგორც დაავდების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
კვლევის ფაზაშია შესაძლო ვაქცინა და რამდენიმე სპეციფიკური წამალი, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაწვდის გარკვეული პერიოდულობით და საბოლოო შედეგებიც ცნობილი გახდება რეკომენდაციების სახით;
ყოველი 6 დაავადებულიდან დაახლოებით ერთს აღენიშნება მძიმე მიმდინარეობა, რაც ძირითად ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ატიპიური პნევმონიებით, რომელთაც დამატებით სჭირდებათ სამედიცინო მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე და რადგანაც COVID-19 გამოწვეულია ვირუსით, მის სამკურნალოდაც, ისევე როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში, არ გამოიყენება ანტიბიოტიკი. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები მოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებზე და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ჩვენების მიხედვით.
ცხელების შემთხვევაში მიეცით პაციენტს ანტიპირეტული საშუალება, რაც გაქვთ პედიატრისგან მოწოდებული, დატვირთეთ სითხეებით, ზედმეტად არ ჩაათბუნოთ.
თუ ცხელება გაგრძელდა რამდენიმე დღე ან უსიცხო პერიოდში პაციენტი მივარდნილი, მოთენთილია, დაურეკეთ პედიატრს და მიიღეთ სატელეფონო კონსულტაცია ან გამოიძახეთ პედიატრი ბინაზე. დაუყოვნებლივ დაგეგმეთ პედიატრის ვიზიტი, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან მიმართეთ კლინიკას, თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება ან ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ დახმარებას;
ამ ეტაპზე მოერიდეთ ბავშვების ზედმეტად მიყვანას კლინიკაში რუტინული კვლევებისთვის და პედიატრთან გეგმიური ვიზიტებისთვის.
თუ პაციენტს ან ოჯახის წვერს ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ით დაავადებულ ან დაავადებაზე საეჭვო პირთან, ან ანამნეზში არის მოგზაურობა საზღვარგარეთ ბოლო 14 დღის მანძილზე, მაშინვე დარეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და აცნობეთ არსებული მდგომარეობა ან დაურეკეთ პირად პედიატრს, რომელიც აგიხსნით მოქმედების გეგმას.
დაელაპარაკეთ და მიაწოდეთ მათ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგებ და აღსაქმელ ენაზე; მოისმინეთ რა აზრი აქვთ მათ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით; აუხსენით კარანტინის სარგებლიანობა; ასწავლეთ ბავშვებს ხელის დაბანის და დეზინფექციის პროცედურები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ საჩვენებლი ვერსიებიც; ყოველი პროცედურა ჩაატარეთ ერთად მხიარული განწყობით; დაარწმუნეთ ბავშვები, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან; შეამცირეთ სოციალური მედიის ჩართულობა ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეცადეთ კარანტინის დროს წინასწარ დაგეგმოთ ყოველდღიური რუტინა - გაწერეთ სწავლების გრაფიკი, სახალისო და განსატვირთი აქტივობები; თქვენ თვითონ იყავით ბავშვებისთვის მაგალითი - იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ერთად, იძინეთ საკმარისად, ივარჯიშეთ, იკონტაქტეთ ოჯახის წევრებთან; მეგობრებთან და ახლობლებთან გქონდეთ ხშირი ონლაინ ან სატელეფონო კომუნიკაცია;
რეკომენდაციები შემდეგნაირია: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში; მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები; მოერიდეთ დაბინძურებული ხელებით სახეზე, თვალზე, პირზე ხშირ შეხებას; ცემინების და ხველის დროს აიფარეთ ცხვირზე მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, რამე ქსოვილი და შემდეგ გადააგდეთ; ხშირად ჩაუტარეთ დეზინფექცია იმ საგნებს და ზედაპირებს, რასაც ეხებით, ვინაიდან ცემინების და ხველის დროს, ასევე საუბრისას დაავადებულის ცხვირ-ხახიდან გამოყოფილი ვირუსის შემცველი ნაწილაკები ილექებიან სწორედ ამ ზედაპირებზე და შემდეგ ხელის შეხებით ხვდებიან ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვანზე; მაქსიმალურად შეამცირეთ ზედმეტი შეხვედრები და ვიზიტები ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით დაავადებულ პირებთან; დაიცავით მინიმუმ 1მ მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ ხველა, ცემინება და ცხელება; მოერიდეთ დაუცველ და მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან; მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი; ნუ დამალავთ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას და საჭიროების შემთხვევაში მოახდინეთ თვითიზოლაცია რეკომენდაციების მკაცრი დაცვით;
გთხოვთ, ყურადღებით მივდიოთ ყოველდღიურ რეკომენდაციებს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გამარჯვება კაცობრიობის მორიგ ვირუსზეც მალე მიღწევადი გახდება.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190