დავიკელი 39 კილო, იმაზე ცოტა მეტი, რაც მკურნალობის დროს მოვიმატე. დავეხმარე უამრავ პაციენტს და ვისწავლე, როგორი ადამიანი არ უნდა ვყოფილიყავი.
მეგონა ყველაფერი ცუდი უკან ჩამოვიტოვე. ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ცოცხალი ადამიანებისთვის ბრძოლა არ მთავრდება არასდროს. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ეგოიზზმა და გულგრილებამ.
ორი წელია გრძელდება ჩემი და კიბოს ურთიერთობა. ორი წელია ვიბრძვი და ვიმარჯვებ. იყო დრო, კიბო მართლა იყო განაჩენი, მეტასტაზური სიმსივნეების მქონე ყველა ადამიანი ნელ-ნელა, ტანჯვით კვდებოდა . ჰო და კაცობრიობამ უამრავი წამალი გამოვიგონეთ და გადავრჩით. ეხლაც ვიზამთ რამეს, ამჯერადაც დავამარცხებთ სიკვდილს.
ორი წლის შემდეგ ისევ შევიკარი თმა, ისევ გავიკეთე ჩემი საყვარელი ვარცხნილობა და ვფიქრობ ყველაზე მეტად, მაინც ეს მიხდება .
მოვლენების და სიკვდილის ეპიცენტრიდან, მე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტს მჯერა სიკვდილზე გამარჯვების. მჯერა მეცნიერების და კეთილი სამყაროსი, ღმერთის, ერთმანეთის და ჯადოსნური ფრაზის "ნუ გეშინია''.
ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინიათ" - წერს მარიამ სირბილაძე.