კუჭის, ნაღველის, მუცლის ტკივილიზა ჰქონდა ოტკაზე დაყენებული დასალევი. აი ერთი ყლუპი და გათავდა შენი ტკივილიო - უცებ მოარჩენდა კაცს.
გაციებიზა, ყელის ტკივილიზა, ხორხში და ცხვირში ნავთის გამოსობაა კაიო. როგორც კი დავაცემინებდით მაშინვე მოიმარჯვებდა ნავთში ამოვლებულ ბამბიან ჩხირს და დააბჩინეთ პირიო გვხვეწებოდა უშედეგოდ.
კიდე ბევრი წამალი ჰქონდა მიგნებული. ათასი სამკურნალო ბალახი, ნაყოფი, გამხმარი ყვავილი, ყველაფერს და ყველას მკურნალობდა მისით.
მარტო ბაბუა არ ემორჩილებოდა მისი მკურნალობის მეთოდებს. მასხრობით იცოდა თქმა, გლახად როცხა გავხდები, იმისთანა დოხტური მყავს სახლში, ვეფერი ვერ მომერევაო.
ერთხელ გვითხრა, აი ჩემი დედაბერი ნამეტანი წინ წევიდა, ადამიანებს კი არა, ცხოველებს და ფრინველებს კურნავს უკვეო. აგერ გუშხამ, ხბობ ფეხი მეიტეხა, წოუსვა რაცხა მისი მოგონილი მალამო და ქი დააყენა ფეხზე, აგერ კიდო ინდოურებს დეემართათ რაცხა, მოუკლეს ჭამას, დედაბერმა სათითაოდ გოუსინჯა ხორხი, რაცხა აყლაპა ძალით და მოახედა მომაკვდავებიო. კვატიე დაგლიჯა ტურამ და აი, გვერდ გამოგლეჯილი კვატიე ჯერ მოკერა, მერე გაკონა კაი ხანს, ხელით აჭუმდა საჭმელს, მუუარა და აგერ რაფერ იარება ტურისგან დაგლეჯილი, ნაოპერაციები, კი ხედავთო.
არ იყო დუნიაზე არც მალამო, არც წამალი, არც მეთოდი, იმაზე უკეთესი, რასაც ბებიაჩემი მოიფიქრებდა. ახლა რომ ცოცხალი იყოს იტყოდა - მაი კორონიეაა, თუ რაცხა, მაგას რაფერ შემოვუშობ აქანე?, ამ წუთში მოვსპობ, მოვადუღებ მაგ მოსასპობ ჭირს, თქვენ არ შეშინდეთ ბებია, აგერ ვარ მე, ყოლფერის წამალი ვიცი. თქვენ რაფერ მოგაკარებთ გლახათ გახდომასო...