აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ამერიკელი ექიმები ექსპერიმენტული წესით გამოიყენებენ ჰიდროქსიქლოროქინ (პლაქვენილს) ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალოდ. მისი თქმით, პრეპარატმა, რომელიც გამოიყენება ართრიტებისა და მალარიის სამკურნალოდ, "საკმაოდ საიმედო შედეგები" აჩვენა კორონავირუსის COVID-19-ის მკურნალობისას. "ჩვენ ვაპირებთ, რომ პრეპარატი მისაწვდომი გავხადოთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ წამლის ცდები გრძელდება.
გარდა ამისა, დაავადებასთან ბრძოლაში ამერიკელი ექიმები აპირებენ გამოიყენონ კომპანია „გილეარდის" გახმაურებული პრეპარატი "რემდესივირი". პრეზიდენტის თქმით, ამ წამალსაც "კარგი შედეგები აქვს ამ ვირუსთან ბრძოლაში" და მის ეფექტსაც მალე დაადასტურებს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული მეთვალყურეობის სამმართველო.
19 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი ვირუსით დაავადებულთა რიცვი ოფიციალურად 9345-ია, 150 გარდაიცვალა.