მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწტვეტილია. თბილისის მერის ბრძანებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ის პროდუქტი უნდა დაურიგდეს, რაც მათთვის იყო გათვლილი.
შედეგად, ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები აქტიურად დაუბრუნდნენ საქმიანობას და ბაღში მშობლებს პროდუქტების წასაღებად ელიან.
საკვების წასაღებად მოსასვლელი მშობლების მოლოდში სპეციალურ ფორმაში გამოწყობილმა 126-ე ბაღის თანამშრომლებმა, ცეკვაც კი შეასრულეს და განწყობის გასაუმჯობესებლად ფეისბუქზეც ატვირთეს.
თეკლა ჟვანია