სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემ საკუთარ ფეისბუქზე ორსულობის სამი ტესტის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პასუხი აშკარად დადებითია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამუნა მუსერიძე და სანდრო მეორე საერთო შვილის მოლოდინში არიან. "კარანტინიო, იმდენი იძახეთ! ა, ბატონო", - წერს კომენტარებში თამუნა.
"აი, კარანტინის ერთი დადებითი მხარე", "აეეე, გილოცავთ მეგობრებო, ასეთ დროს ასეთი მაგარი ამბავი", "გილოცაააავთ, ძალიან გამიხარდაააა, მაგრააამ გამოკეტე ეგ შენი ცოლი სახლში, არავითარი ლაივები აღარ დავინახო", - ასე ულოცავენ წყვილს მეგობრები.
შეგახსენებთ, თამუნას და სანდროს ჰყავთ შვილები პირველი ქორწინებიდან, თამუნას - სანდრო, სანდროს - ლიზა, მათ ასევე შეეძინათ საერთო გოგონა - მარიანა.
თეკლა ჟვანია