ჩინეთში მკვეთრად გაიზარდა განქორწინებების რიცხვი მას მერე, რაც ოჯახები ერთთვიან კარანტინში იყვნენ. ექსპერტები ხუმრობენ კიდეც, რომ ოჯახების შეკავშირების ნაცვლად, ბევრისთვის ეს ნამდვილ განსაცდელად იქცა. ჩინეთის ქალაქ სიანში ბოლო კვირების განმავლობაში განქორწინებების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
"განქორწინებების რაოდენობა გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც იყო კორონავირუსის აფეთქებამდე", - აღნიშნა ჩინელმა ექსპერტმა და ეს მოვლენა ახსნა დახურულ სივრცეში ადამიანების დიდხანს ერთად ყოფნის "გამოცდით".
თუმცა ქართულ ონლაინსივრცეში საპირისპირო პროგნოზები კეთდება - ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ კარანტინის ერთ-ერთი "პლუსი" ოჯახის ისევ გაერთიანება და ოჯახის წევრების ერთად ყოფნაა და ფოტო-ხუმრობებიც კი ვცერლდება, რა იქნება კარანტინის შემდეგ. ეს ფოტოც, ერთ-ერთი ასეთი "პროგნოზია".