ბავშვებს რომ სახლში ყოფნა და ერთი და იგივე სათამაშოებით თამაში არ მობეზრდეთ, „პეპელამ“ და XS სათამაშოებმა კამპანია "ითამაშე სახლში" დაიწყეს
ბავშვებს რომ სახლში ყოფნა და ერთი და იგივე სათამაშოებით თამაში არ მობეზრდეთ, „პეპელამ“ და XS სათამაშოებმა კამპანია "ითამაშე სახლში" დაიწყეს
თვითიზოლაცია უფროსებზე მეტად, შეიძლება, პატარებისთვის გახდეს მოსაწყენი. მათ მალე ბეზრდებათ ერთი და იგივე სათამაშოები, ანიმაციური ფილმები თუ წიგნები, მუდმივად ითხოვენ თანატოლებთან სოციალიზაციას. ამ პრობლემასთან გამკლავება კი უფროსებისთვის საკმაოდ რთულია.
იმის გამო, რომ ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ბავშვებისთვის არტის, კრაფტის, ახალი წიგნებისა და სათამაშოების შეძენა თითქმის შეუძლებელი გახდა, ამიტომ წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა, ვებ-გვერდზე მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ პროდუქცია და XS სათამაშოები დაემატებინა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მსგავსად, სათამაშოებისა და საბავშვო აქსესუარების
მიტანის სერვისიც უფასო გახადოს.
„კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაცია საუკეთესო გამოსავალია, თუმცა პატარებისთვის ეს პროცესი საკმაოდ რთულია, როცა ისინი თანატოლებთან ერთად ყოფნასა და ეზოში თამაშს არიან მიჩვეულები. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, „პეპელას“და XS სათამაშოების მიტანის სერვისი უფასო გახდეს. ახალი სათამაშოები ბავშვების ყოველდღიურობას მეტ ინტერესს შესძენს და უფროსებიც ამ სტრესულ მდგომარეობას უკეთ დაძლევენ. #ითამაშესახლში - ამ ჰაშთაგით დავიწყეთ კამპანია, რომელიც მარტის თვის ბოლომდე გაგრძელდება“, - აღნიშნავენ კომპანიის ადმინისტრაციაში.
„ბიბლუსის“ ვებ-გვერდზე BiBlusi.ge უკვე წარმოდგენილია „პეპელასა“და XS მაღაზიათა ქსელის სათამაშოების ფართო ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

726
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები