სად შევიძინოთ ბავშვის კვების პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და როგორ შევინახოთ სახლის პირობებში მცირე მარაგი
სად შევიძინოთ ბავშვის კვების პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და როგორ შევინახოთ სახლის პირობებში მცირე მარაგი
ქვეყანაში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ საკვები თუ სხვადასხვა პროდუქტები სახლში დაიმარაგონ. მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაისმა მოწოდება, რომ ქვეყანა პროდუქციის დეფიციტის წინაშე არ დგას და განსაკუთრებული მარაგის გაკეთება საჭირო არაა. თუმცა დეფიციტის პარალელურად მარაგის გაკეთებას მეორე მიზეზიც აქვს, რაც უფრო ხშირად გავალთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მით მეტად გაიზრდება ვირუსის გავრცელების შანსი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ საიმედო ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გონივრულ მარაგს სახლიდან გაუსვლელად გავაკეთებთ.
მათთვის, ვისაც
სახლში წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პროდუქცია ჰქონდეს სახლში და მათი ყოველდღიურად ყიდვა არ სჭირდებოდეს. ერთი კვირის მარაგის გაკეთება სრულიად საკმარისია.

თქვენ დაგჭირდებათ, რომ შეიძინოთ:

  • საბავშვო ფაფა
  • საბავშვო ორცხობილა
  • ბოსტნეულის პიურე
  • ხილფაფა
  • დესერტი
  • ჩაი

თქვენი შვილის კვების რაციონიდან გამომდინარე აღნიშნული პროდუქციის ერთი კვირის მარაგი შეგიძლიათ გამოიწეროთ ონლაინ აფთიაქის aptiaqi.ge-ს საშუალებით.
mshoblebi
აფთიაქი განსაკუთრებულად მოსახერხებელია, რადგან 15:00 საათამდე შეძენილ პროდუქციას კურიერი სახლში იმავე დღეს მოგიტანთ. 15:00 საათის შემდეგ შეძენილს კი მეორე დღის პირველ ნახევარში. სწორედ ამიტომ aptiaqi.ge საუკეთესო საშუალებაა, როგორც გარკვეული, მოკლევადიანი მარაგის გასაკეთებლად, ისე იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც არაგეგმიურად დაგჭირდებათ.
მას შემდეგ, რაც ბავშვის
კვებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს შეიძენთ, საჭიროა დაიცვათ მათი შენახვის პირობები. აუცილებლად გაითვალისწინეთ:
  • ბავშვთა კვების პროდუქტები უნდა შეინახოთ მშრალ და ბნელ ადგილას.
  • მათ არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივი.
  • ხილფაფები და ბოსტნეულის პიურეები უნდა შეინახოთ მაცივარში.
  • ხილფაფებისა და პიურეების გამოყენება გახსნიდან შეზღუდული პერიოდის განმავლობაში შეიძლება. აღნიშნული ვადა თითოეული პროდუქტის შეფუთვაზეა მითითებული.
  • მოერიდეთ კვების პორდუქტები გაზქურასათან ახლოს შენახვას, რომ ქურის ცეცხლმა მათი გათბობა არ გამოიწვიოს ხოლმე. ისინი ერთსა და იმავე ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს, რომ არ გაფუჭდეს.


846
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?