როგორ გავართოთ ბავშვები, როცა სახლში დიდი დროის გატარება უწევთ
როგორ გავართოთ ბავშვები, როცა სახლში დიდი დროის გატარება უწევთ
რა გავაკეთოთ სახლში? – ეს არის უკანასკნელი პერიოდის ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ერთი შეხედვით მარტივია. თუმცა სახლში ყოფნის მეორე თუ არა მესამე დღეს მაინც მიხვდებით, რომ პასუხი ადვილი კი არა, ძალიანაც რთულია. განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ მთელი დღე სახლში გაჩერება, თან გაზაფხულიც მოვიდა და გარეთ უკვე კარგი ამინდია. სწორედ ამიტომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები სახლში დააინტერესონ ისეთი აქტივობებით, რომ მათ დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარონ
და ამავდროულად, რაღაც ისწავლონ და განვითარდნენ. 

ამ შემთხვევაში ბავშვების გართობის საუკეთესო საშუალება მათი ასაკის შესაბამისი შემეცნებითი და ინტერაქტიული სათამაშოებია. შეგიძლიათ სათამაშებო ონლაინ შეიძინოთ და კურიერი მათ სასურველ მისამართზე მოგიტანთ. ახლა კი რამდენიმე საინტერესო პროდუქტს გაგაცნობთ, რომლითაც თქვენი შვილების დაინტერესებას შეძლებთ. შემეცნებითი და ინტერაქტიული სათამაშოების უფრო დიდ კატალოგს Vendoo.ge-ზე გაეცნობით. ონლაინ მაღაზია სათამაშოების მსგავსად ბავშვთა კვების პროდუქტებსაც გთავაზობთ.

სათამაშოები გოგონებისთვის:
მძივების ნაკრები
mshoblebi
მძივების აწყობა ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. მათ შეუძლიათ საკუთარი ხელით გაკეთებული აქსესუარებით გაიპრანჭონ ან საყვარელ ადამიანებს აჩუქონ. სამკაულების გაკეთების დროს კი მათ უვითარდებათ მოტორიკა და დეტალებზე ორიენტირების უნარები.

შესაკერი ბრელოკი ფლამინგო

mshoblebi
ხელსაქმე ბავშვებისთვის განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. მათ კონცენტრაციისა და დეტალებზე მუშაობის უნარებს უვითრებს. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ, თქვენს
შვილებს სახლში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა ნივთი გააკეთებინოთ. ეს შეიძლება იყოს ბრელოკი, რომელსაც შემდეგ სკოლის ჩანთაზე დაკიდებს ან სათამაშო, რომლითაც მეგობრებთან ერთად ითამაშებს.

კინეტიკური ქვიშა ანბანის და ციფრების ფორმებით
mshoblebi
ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებს კინეტიკური ქვიშა შესთავაზონ თავისუფალ დროს. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის სტრესს. სწორედ ამიტომ კინეტიკური ქვიშა სახლში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში დროის ეფექტურად გატარების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. ქვიშა ანბანისა და ციფრების ფორმებით კი ორმხრივად სარგებლიანია თქვენი პატარებისთვის.

ნაკრები "ძაღლი სტომატოლოგთან"
mshoblebi
ბევრ ბავშვს სურს, ექიმი გამოვიდეს. მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო გასართობი იქნება ნაკრები, რომელიც შედგება ძაღლის თავისგან, პლასტელინისა და სრული სტომატოლოგიური ნაკრებისგან. თქვენი შვილები დაუპლომბავენ კბილებს ძაღლს და მათზე მზრუნველობასაც მიეჩვევიან.

ფაზლი "ამაზონის ტყე"
mshoblebi
ფაზლების აწყობა ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის ერთ–ერთი ყველაზე კარგი აქტივობაა. შესთავაზეთ მათ ფაზლები სხვადასხვა ვიზუალით და თან მოუყევით საინტერესო ისტორიები მათზე გამოსახულ ფიგურებსა თუ ადგილებზე. ბავშვების დაინტერსებას ნამდვილად შეძლებთ 3D ფაზლით "ამაზონის ტყე", რომელზეც ბუნებასთან ერთად სხვადასხვა ცხოველიცაა გამოსახული.

სათამაშოები ბიჭებისთვის:
ჭადრაკი მაგნიტის ფიგურებით
mshoblebi
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჭადრაკი ბავშვების გონებრივ განვითარებაზე ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს. ჭადრაკის სათამაშოდ ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისად, ბავშვს მშობელთან ან სხვა ბავშვთან ერთად უწევს თამაში, რაც ასევე პოზიტიურად აისახება მისი ხასიათის ფორმირებაზე. ჭადრაკის მინი დაფა მაგნიტის ფიგურებით საუკეთესოა ჭადრაკის დამწყები მოთამაშეებისთვის.

კონსტრუქტორი მანქანა
mshoblebi
კონსტრუქტორი მანქანები ბიჭების ყველაზე საყვარელი სათამაშოა. ჩვეულებრივი მანქანებისგან განსხვავებით, კონსტრუქტორებს თავად ბავშვები აწყობენ და მერე თამაშობენ. ფიგურების აწყობა კი სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელ აქტივობებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

ბილიარდი
mshoblebi
რთულია, სახლში ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოთ. თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არაა. მათ გამხიარულებაში ბილიარდი დაგეხმარებათ, რომლის ყიდვაც ონლაინ შეგიძლიათ სხვა სათამაშოების მსგავსად. მინი ბილიარდი სახლში დიდ ადგილსაც არ დაიკავებს და გამხიარულების კარგ საშუალებას მოგცემთ.

საბავშვო ლაბორატორია მათემატიკის მაგია
mshoblebi
მათემატიკური თავსატეხები ბავშვებს ძალიან უყვართ. მიუხედავად ამისა მათთვის სასკოლო მათემატიკური ამოცანები მოსაბეზრებელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისუფალ დროს მხიარული მათემატიკური თავსატეხები შესთავაზოთ. ამ თამაშით ბავშვებს მათემატიკური უნარ–ჩვევების განვითარებაში ნამდვილად დაეხმარებით.

ხის ფიგურების გასაკეთებელი ხერხით
mshoblebi
ბიჭებისთვის საყვარელი ხელსაქმე სხვადასხვა ხელსაწყოებით მუშაობაა. მათთვის ყოველთვის ორმაგად სასიხარულოა საკუთარი ხელით გაკეთებული სათამაშოებით თამაში. შეგიძლიათ ისინი გაახაროთ სათამაშო ნაკრებით, რომელშიც შედის სათამაშო ხერხი და სხვა შესაბამისი აქსესუარები, რომლებითაც მათ ხის ფიგურების გაკეთების საშუალება ექნებათ.

სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანის პარალელურად, ვენდოო.გე-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ბავშვთა მოვლის პროდუქტები, მათ შორის, საფენები და ჩვილების კვების პროდუქტები. შეძენილ პროდუქციას კურიერი სასურველ ადგილზე მოგიტანთ. დარჩით სახლში და გააკეთეთ უსაფრთხო და კომფორტული შენაძენი.
1387
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?