"პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული" - ინფექციურის ექიმი სახეზე ნიღბის კვალით, რომელსაც უამრავი ადამიანი ლოცავს
"პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული" - ინფექციურის ექიმი სახეზე ნიღბის კვალით, რომელსაც უამრავი ადამიანი ლოცავს
დღეს ექიმებს ყველაზე დიდი იმედით შეჰყურებს საზხოგადოება. მითუმეტეს, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ექიმებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტებიმ მიიღეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული.
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული.
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით.
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება.
ps არც კი იცოდა, რისთვის გადავიღე ეს
ფოტო. ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან," - წერს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში.
პოსტს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა.
"ღმერთო, გააძლებინე ამ ხალხს და მერე ჩვენც გავძლებთ"

"რა დაღლილი სახე გაქვს. გამაგრდი, ეკუშ, უფალმა დაგლოცოს შენ და ყველა ღირსეული ექიმი"

"ყოჩაღ მაგათ გამძლეობას! მადლობა გადაეცი ჩემგან! და ბოდიშიც ზოგი რქიანის საქციელის გამო" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
1175
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?