"ცოტა გვიან დავქორწინდით, შვილები არ გვყავს, მაგრამ რასაც მივაღწიე, ანას დიდი დამსახურებაა" - თენგიზ ცერცვაძე ოჯახსა და კარიერაზე
"ცოტა გვიან დავქორწინდით, შვილები არ გვყავს, მაგრამ რასაც მივაღწიე, ანას დიდი დამსახურებაა" - თენგიზ ცერცვაძე ოჯახსა და კარიერაზე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, ვირუსების გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

- საინტერესოა, თავის დროზე რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?

- სკოლაში მათემატიკური საგნებით ვიყავი გატაცებული - მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. საქართველოს და საკავშირო ოლიმპიადების რამდენიმეგზის გამარჯვებული ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიული
არჩევანი განაპირობა იმან, რომ მშობლები ექიმები იყვნენ. ცხადია, სურვილი ჰქონდათ, რომ მათ გზას გავყოლოდი და მეც ანგარიში გავუწიე - ფიზიკა-მათემატიკაზე უარი ვთქვი და ექიმი გავხდი. ექიმს ადამიანებთან აქვს კავშირი, რაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, ისეთი მიმართულება ავირჩიე - შიდსი, რომელიც ერთგვარი დეტექტიური ჟანრია. ეს არის დეტექტივი მედიცინაში, საიდუმლოების ამოხსნის თვალსაზრისით. ჰეპატიტი შედარებით ერთფეროვანია, ერთი ვირუსია, ერთი დაავადებაა, თუმცა, ძალზე სერიოზული. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანია საქართველოში.

- უამრავი ჯილდოც გაქვთ მიღებული, მათ შორის, შარშან ბრწყინვალების ორდენი გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია.

- დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ, ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ
ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!
- ბატონო თენგიზ, საუბრის ბოლოს, ორი სიტყვით, თქვენს ოჯახზეც გვითხარით რამე.
- მყავს მეუღლე - ანა თოფურია, რომელიც ასევე ექიმია, რევმატოლოგი, ინტელიგენტის ოჯახიდან. მისი როლი უდიდესია ჩემს პროფესიულ წარმატებაში. ჩვენ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ცოტა გვიან დავქორწინდით რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა. ჩემი მეგობრები ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და მერე - ჩემსას.

15827
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
keti
5
მტავარია ცკვილი იკვეს ბედნიერი ერტმანეტის ურტიერტპატივისცემასჰი და სიკვარულსჰი ტუკი სჰვილი არ გკავტ ესეც გვტის ნებაა ერტმანეტს მოეპერეტ ეციტ პატივი ტკვენ სამაგალიტო ოჯახი ბრდზანდებიტ მტელი საკარტველოს მოკალაკეები ტკვენი სჰვილები არიან ტკვენ ხარტ მატი მსჰობლები რომლებსაც გიკურებენ რომ მიხედოტ მოარცჰინოტ იკოტ მატ გვერდსჰი მემგონი უპრო მდიდარი ხარტ და მრავალსჰვილიანი სხვებტან სჰედარებიტ ვისაც გაგვიცჰენია ბავსჰვები გმერტმა დალოცვილები გამკოპოტ ასე ბედნიერები სჰეაბერდიტ ერტმანეტს სიცოცხლის ბოლომდე სიკვარული სიტბო არ მოკლებოდეს ტკვენს ოჯახს
12:37 / 25-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?