"კორონანიუსი" - ქართველი გოგონასა და მისი მეგობრების მხიარული ვიდეო, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ
მარიტა დარასელია თითქმის ერთი თვეა იზოლაციაშია. ჯერ იყო და იტალიიდან ჩამოსული ოჯახის წევრებთან ერთად ორი კვირა თვითიზოლაციის პერიოდი გაიარა, მერე კი საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად მოუწია ამ დღეების გახანგრძლივება და უკვე 24 დღეა თვითიზოლაციაშია. ამბობს, რომ უკვე აღარ იცის, რა მოიფიქროს, საკუთარი თავისა და მეგობრების გასართობად. ეს მხიარული ვიდეოც ამის დასტურია, რომელმაც სოციალურ ქსელში ბევრი გაახალისა და თქვენც გთავაზობთ.

მარიტა დარასელია:
- პირველი ორი კვირა ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის, განვიცდიდი
ამ ყველაფერს და უმოქმედოდ ვიჯექი სახლში, თუმცა დავაღწიე თავი დეპრესიას და ახლა მოზღვავებული ენერგიით ვცდილობ ჩემი მეგობრების და საკუთარი თავის გამხიარულებას. ყოველდღე სხვადასხვა გართობის ხერხს მივმართავ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი და ონლაინ მეგობრებიც მყავს ჩართული. დღეს გადავწყვიტე, ჩემი კლასელებისთვის გამეკეთებინა საინფორმაციო გამოშვება. ჩვენი დაგროვილი ხუმრობები და მოგონებები შევუთავსე კორონავირუსს. საბოლოოდ ყველა გულიანად ვაცინე და გავახსენე ბედნიერი წლები... ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერში უნდა ვეძებოთ რაიმე დადებითი, არ უნდა დავნებდეთ და სამყაროს ყველა გამოწვევას ღირსეულად შევხვდეთ.


alt"მალე დასრულდება ჩემი თვითიზოლაციის პროცესი, ესე იგი მალე სამყარო ისევ ისეთი ფერადი და ლაღი გახდება..." - თვითიზოლაციაში მყოფი 19 წლის მარიტას წერილი


1413
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანა
0
ძაან მაგრად აშარჟებს ქართველ ჟურნალისტებს :) წარმატებები ამ გოგოს. ალბათ, მოგვევლინება ერთხელაც წამყვანად :)
23:54 / 24-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?