სიახლეებიკალეიდოსკოპი
"მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო" - ამირან გამყრელიძე
"მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, დილისთვის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ეპიდემიას ვერ ავცდებით, იმიტომ რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებები კიდევ უნდა გამკაცრდეს.  "ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, მთავარი
ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება.
ასეთი ტენდენციის შესანარჩუნებლად, მოსახლეობამ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ, რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ბეჭდვა